სელენა გომესის ახალი როლი
სელენა გომესი ჯენდი ნელსონის რომანის 'The Sky is Everywhere' ეკრანიზაციაში მთავარი როლის შესრულებას გეგმავს.
გომესი 17 წლის ლენი უოკერს ითამაშებს, რომელიც მთელ დღეს წიგნის კითხვაში ატარებს და თავისი დის ბეილის ჩრდილში თავს ჩინებულად გრძნობს.
როდესაც მისი და უეცრად გარდაიცვლება, ლენი მისთვის უჩვეულო მოვლენების ცენტრში ხვდება. მას ერთდროულად ორი მეგობარი უჩნდება - ბეილის ბოიფრენდი, რომელიც ლენისავით განიცდის მის სიკვდილს და პარიზიდან ჩამოსული ბიჭი. მის შინაგან სამყაროს საფრთხე ემუქრება, რადგან ის ცდილობს ორივესთან ჰქონდეს ურთიერთობა.
P.S ერთი სული მაქვს როდის გამოვა ეს ფილმი ძალიან მაინტერესებს.
წყარო:AllMovies.GE