*საირუსების ძველი ფოტო 2006წლის ფოტოსესიიდან *გუშინ 9 საათიან კურიერში ბობ დილანის ალბომის შესახებ ლაპარაკობდნენ მაგრამ ახსენეს მაილი საირუსიც კეშაც და სხვაც.ნახეთ სრულიად.
ამანდა სეიფრიდმა, ახალი ფილმის 'In Time' 25 წლის ვარსკვლავმა, ამერიკული Marie Claire-ის იანვრის ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობი ფოტოგრაფმა მასკუს ოლსინმა გადაიღო.
დაკოტა ფენინგი, ელიზაბეტ ოლსენი და ანტონ იელჩინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალ ფილმში მონაწილეობაზე. სიუჟეტი ორ მეგობარზე მოგვითხრობს,რომლებიც სკოლას ამთავრებენ.
ამერიკელმა მსახიობმა ამანდა სეიფრიდმა კორეული W-ს თებერვლის ნომერი დაამშვენა. ფოტოსესიის ავტორი დევიდ სლიჯპერი გახდა. ამანდას ვხედავთ, როგორც მშვენიერ თოჯინას, იდეალურად ტალღოვანი თმით, ბუმბულებიანი კაბებით და მიმზიდველი ფიგურით. ჟურნალის გარეკანისთვის სტილისტებმა ყვავილებიანი კაბა შეარჩიეს Louis Vuitton-ის საზაფხულო კოლექციიდან: ერთგვარი შეხსენება მოახლოვებულ გაზაფხულზე.