ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტ პატინსონი გამოტყდა, რომ ქრისტენ სთიუარტი „ბინდის" დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეუყვარდა. YouTube-ზე გამოჩნდა პატინსონის ინტერვიუს ვიდეო, სადაც საგის ვარსკვლაავი აცხადებს, რომ დიდი ხნის მანძილზე ის საიდუმლოდ აღმერთებდა სთიუარტს. 25 წლის მსახიობმა ბერლინის ინტერვიუში განაცხადა: „ ქრისტენის სილამაზემ და მისმა მსახიობურმა ნიჭმა უპირველესად მიიპყრეს ჩემი ყურადღება. მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ვიყავი დიდი ხნით ადრე „ბინდამდე".