კატეგორიები
♥ნიუსები ♥ [2491]
♥ფოტოები♥ [1380]
♥მუსიკა♥ [19]
♥ვიდეოები♥ [137]
♥ ავატარები♥ [29]
♥ კონკურსი♥ [76]
♥სხვა♥ [328]
♥Glamor♥ [197]
♥ Teen-Stars Book ♥ [273]
♥ თხოვნები ♥ [1]
♥Smiles♥ [6]

საათი

Game

PoLl
ხმა მიეცით თქვენს რჩეულს
სულ პასუხი: 419

Top 7

null Overgron
null1666
null1351
null1000


null ♥Miss♥Busa♥
null1539
null2822
null23


null ♥BasTi♥
null1015
null2790
null10


null ♥Basa♥
null800
null2030
null10


null MaR_Selly
null498
null771
null10


null Smiler
null187
null690
null1


null DeMi-LoVeR
null99
null38
null0


კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ
12:49 PM
ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ

† გილოცავთ ნათლისღებას †

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ


ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში
იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.


იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზეც უფალმა მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" (მათე 3,15) და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3,15).

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, „წყლის ბუნება" გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა აქვს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები.

„სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა" (მათე 3.16) და ამით გვაუწყებს, რომ მოვალს მშვიდობა დედამიწაზე, რომელიც ქრისტე იესუს განკაცებამ, ნათლისღებამ, ვნებამ და მკვდრეთით აღდგომამ უნდა მოუტანოს კაცობრიობას და მხოლოდ ამის შემდგომ, როცა აღესრულა ყოველივე, ე.ი. სიმართლე სჯულისა და გარდამოხდა სული წმიდა, ხმაც იყო მამისა ზეცით, რომელიც იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ". შემდგომად ნათლისღებისა, „იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან".

რატომ ეწოდება, და ბოლოს, დღევანდელ დღესასწაულს არა მხოლოდ ნალთისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არამედ ღვთისგანცხადებაც? მხოლოდ ამჟამად, ნათლისღებისას უფლისა გახდა აშკარა, რომ ღმერთი სამობით არის: ძე ნათელს იღებს, სული წმიდა გარდამოვალს, მამა ხმას მოსცემს ზეცით, რომელსა მხოლოსა ღმერთსა მამასა, ძესა და სულსა წმიდასა შვენის პატივი, დიდება, სიტკბოება და თაყვანისცემა აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

ნათლისღების დღეს მიღებულია ნათლულმა მოინახულოს ნათლია და პატივი სცეს მის სულიერ აღმზრდელს.
კატეგორია: ♥სხვა♥ | ნანახია: 1707 | დაამატა: Overgron | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
4 MaR_Selly  
0
yvelas gilocavt natlisgebas!!! mravals daestarit!!!
dges mec mivdivar chems natliastan :D

3 Busukuna  
0
mec gilocavt natlisgebis brwyinvale dgesaswauls yvelass 1152892xi7hm0ebb1 153af1f47f7ef8ce4b1b22907c6415f7 107a776ffea886e2473ca91c13aabb16 b8il0 llooovveee

2 Overgron  
0
გილოცავთ მარავალს დაესწარით თქვენს დებთან ძმებთან ნუ ოჯახებთან ერთად თიინ სტარს გილოცავ ნათლისღებას!

1 ♥Basa♥  
0
mecc gilocavt natligebis brwyinvale dgesaswauls. mravals daeswarit tqvens ojaxtan ertad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Login In

ძებნა

Block title
რამდენჯერ შემოდიხართ საიტზე?
სულ პასუხი: 144

ხმის მიცემა
მიეცით ხმა რჩეულს ))
სულ პასუხი: 164

ჩანაწერების არქივი

Block title

მოდი ვითამაშოთ

სტატისტიკა



სულ ონლაინში: 79
სტუმარი: 79
მომხმარებელი: 0

საათი: 2:32 AM 
თქვენი IP: 3.136.23.132
თარიღი: 2024-11-24 
ბრაუზერი:  
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024