მაიკლ ბეი „ტრანსფორმერების“ მეოთხე ნაწილს გადაიღებს
მაიკლ ბეი „ტრანსფორმერების" მეოთხე ნაწილს გადაიღებს
მაიკლ ბეი „ტრანსფორმერების" მეოთხე სერიის გადაღებას გეგმავს. როგორც გამოცემა NY Mag იტყობინება, რეჟისორის და კინოსტუდია Paramount-ის შორის მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა. დეკემბრის დასაწყისში პირველი სამი ნაწილის პროდიუსერმა სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ რეჟისორის სავარძელში მაიკლ ბეის გარდა ვერავის ხედავს. აღსანიშნავია, რომ თავად ბეი მესამე სერიის გამოსვლის შემდეგ აცხადებდა, რომ ეს მისთვის საბოლოო ნაწილი იქნება.