კრისტენ სტიუარტმა რობერტ პატინსონს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა
მართალია, რობერტი და კრისტენი ახალ წელს ერთად არ შეხვდნენ, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობმა არ დაიშურა ფული, რათა ბოიფრენდის გული გაეხარებინა.
21 წლის მსახიობმა ბოიფრნდს უყიდა 2 იშვიათი გიტარა, რომელშიც 12 ათასი დოლარი გადაიხადა. როგორც ცნობილია, რობერტი გატაცებულია მუსიკით და ფულს თამამად ხარჯავს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. საჩუქრის საყიდლად კრისტენი ეწვია რობერტის საყვარელ მარაზიას Norman’s Rare Guitars. სწორედ ამ მაღაზიაში იყიდა კრისტენმა 1959 წლის Fender Jazzmaster და 1947 წლის K&F Lap Steel.
თუმცა რობერტმა კრისტებნი საჩუქარზე გაცილებით ცოტა ფული დახარჯა. შობამდე რამდენიმე დღით ადრე მსახიობი დაინახეს ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ მაღაზიაში TINI. იქ რობმა შეიძინა ვინტაჟის სტილის პოსტერი ფილმისა "I, A Woman" (1965 წელი.) რომელზეც გამოსახულია მსახიობი ესი პერსონი, ის გარეგნობით ძალიან ჰგავს კრისტენს. ამ საჩუქარში რობერტმა დახარჯა სულ რაღაც 75 დოლარი.