რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა ჯეოსტარი 2011-ის ფინალური ტური. ფინალისტები მარიტა როხვაძე (იმერეთი) და ლევან კბილაშვილმა (მცხეთა-მთიანეთი) მთელი ტურის განმავლობაში უმნიშვნელო პროცენტობით უსწრებდნენ ერთმანეთს თუმცა საბოლოოდ შემოსული 200 000-ზე მეტი ხმის უმრავლესობამ გამოავლინა ჯეოსტარი 2011-მარიტა როხვაძე. გარდა ჯეოსტარი 2011-ის ტიტულისა და სიმბოლური პრიზის, მას გადაეცა ბინა ბათუმში ორბი ჯგუფისგან და პერსონალური ალბომის ჩაწერის შანსი! თუმცა არც ლევანი დარჩა გაწბილებული რადგან მას 3000ლარი გადაეცა როგორც ერთ-ერთ ფინალისტს. ტურზე სულ 6საკონკურსო სიმღერა შერულდა,ასევე კონკურს გარეთა „ფიფქებო" -საახალწლო საჩუქრად რუსთავი 2-ის მაყურებელს. შერულებული სიმღერები:მარიტა როხვაძე – "მხარე ლამაზი” ; ლევან კბილაშვილი - "სულ ზევით ზევით” ; მარიტა როხვაძე – Adele – "Chasing Pavements” ;ლევან კბილაშვილი – Adriano Celentano – "Gelosia”;მარიტა როხვაძე და გიორგი სუხიტაშვილი – Michael Jackson and Diana Ross – "Ease On Down The Road”; ლევან კბილაშვილი და ოთო ნემსაძე – "Come Together” - Joe Cocker ; მარიტა როხვაძე, ლევან კბილაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე – "ფიფქებო” .
ფეისბუქის ხმის მიცემით გამოვლენილ რჩეულს ნიკო ბერიძეს გადაეცა Coldplay-ის კონცერტის ბილეთები რომელსაც ის პორტუგალიაში დაესწრება (+1კვირიანი საგზური ორი ადამიანისთვის).
TBC ბანკმა კი ფინალისტებს მათი ოცნებები აუსრულა-მარიტა ეგვიპტეში გაემგზავრება, ლევანი კი რიოში იმოგზაურებს კარნავალის დროს!