ჟურნალ "Vogue"-თან ტეილორის ინტერვიუს ნაწილს ქართულად :
ძალიან
ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ სვიფტი თავის თავს ყოველთვის აუთსაიდერად
გრძნობს. "მე ვფიქრობ, რომ სკოლაში ვინც ხარ და როგორიც ხარ, ცხოვრების
ბოლომდე მოგყვება"-ამბობს ის. "მე არასდროს მიგრძვნია თავი მაგარ
თინეიჯერად წვეულებებზე. ეს გავს იმას, რომ ყველას უღიმი, რადგან იქ არავის
არ დაუპატიჟებიხარ". ტეილორ სვიფტმა საბოლოოდ გადაწყვიტა თავი
დაანებოს „მაგარ ადამიანად" ყოფნას. " მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა ისევე სულ
ახლახანს, როგორც სკოლა დავამთავრე. როცა მე ვიყავი 16 წლის, რადგან მაშინ
ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა მუსიკას და ის იყო ოცნება, რომელიც ალბათ მთელი
ჩემი ცხოვრება გამყვება. მე არასდროს მიფიქრია, რომ ხალხს, რომელსაც
სკოლიდან ვიცნობდი არასდროს არ მოსწონდა ქანთრი მუსიკა და ისინი მხოლოდ
ჩემთვის რომ ესიამოვნებინათ ამისთვის მაჩვენებდნენ თავს. ჩემთვის არასდროს
არ ჰქონია დიდი მნიშვნელობა იმას, რომ მე ვატარებდი ისეთ ტანსაცმებლს,
როგორიც სხვებს არასდროს არ ეცვათ იმ პერიოდში. სიმართლე მხოლოდ ერთია მე
მიყვარს ბრჭყვიალა კაბები და კოვბოის ლუქის ტარება.
აშკარაა, რომ
ტეილორ სვიფტი ხალხს ძალიან უყვარს. რამდენიმე კვირის წინ მე ვნახე მისი
გამოსვლა 50000 კაციანი აუდიტორიის წინ ფინადელფიაში, მისი მიზანი
აშკარაა-მას სურს, რომ თავის კონცერტზე ყველას ძალიან კარგად აგრძნობინოს
თავი. მე არასდროს მინახავს ამდენი დედა, მამა და შვილი ყველანი ერთად
კოვბოის ლუქში - ამბობს ჟურნალისტი. „მე ვუყურებ ხოლმე ხალხის დიდ ბრბოს,
რომელიც ჩემს კონცერტზეა და ვხედავ, რომ ჩემი სიმღერების ტექსტი ყველამ
ზეპირად იცის" - ამბობს სვიფტი. „მე ხშირად ვამჩნევ გოგონებს, რომლებსაც
ჩემნაირი თმების სტილი აქვთ. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ბავშვობაში
სხვებისთვის მიმებაძა ვარცხნილობაში და ნამდვილად არ მეგონა თუ ოდესმე მე
მომბაძავდა. ეს სასიხარულო და საოცარია (იღიმის). -ის ფაქტი, რომ შენ
ტეილორ ჯერ მხოლოდ 22 წლის ხარ და ამდენი ფანის გულების დაპყრობა და ამდენი
ჯილდოს აღება შეძელი, ჩემი აზრით ეს მხოლოდ შენს მიზანდასახულობაზე
მიუთითებს. შენ ხშირად უყურებ შენს ამდენ ფანს კონცერტებზე და ალბათ
განსაკუთრებული გრძნობაც გეუფლება. როგორ ფიქრობ სხვა ვარსკვლავებიც
განიცდიან ამას? -ჰმ... Kenny Chesney, U2, და Paul McCartney. ალბათ
მათ უფრო განსაკუთრებული გრძნობა ეუფლებათ..... ერთს კი დანამდვილებით
გეტყვით-როცა 65,000 ფანს უყურებ და გრძნობ თუ როგორი დიდი სითბო მოდის
მათგან, ალბათ შეუძლებელია განსაკუთრებული გრძნობა არ დაგეუფლოს.... -და ბოლო კითხვა ტეილორ. როგორ ფიქრობ ხანდახან ძალიან ჟინიანი ხარ ხოლმე? -ეს არის ალბათ ის, რამაც წარმატება მიმაღწევინა. მე არასდროს არ ვნებდები.