გავრცელდა ხმა, რომ ჯენიფერ ენისტონი ორსულადაა პიტისგან (ალბათ, მან ხომ განაცხადა, რომ პიტისგან უნდოდა შვილი) და ბედის ირონიით თუ განზრახ, ცნობილი გახდა ის ფაცტიც, რომ ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთი შვილის გაჩენას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჟურნალმა OK, მას მოგეხნებათ ყველას რომ სხვადასხვა ჟურნალებისგან განსხვავებით "ყვითელი პრესის" რეპუტაცია სულაც არ აქვს. ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ერთად ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ სურს კიდევ გაამრავლოს შთამომავლობა. ვარსკვლავურ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა კი დაადასტურა: ჯოლი-პიტის მე-4 ბიოლოგიური შვილი "უკვე გზაშია". ინფორმატორმა ჟურნალს განუცხადა,რომ ენჯი უკვე 3 თვის ფეხმძიმეა. მიუხედავად მისი ორსულობისა "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე Versace-ს ექსტრავაგანტურ კაბაში გამოწყობილი ანჯელინა ყველაზე გემოვნებიანად აღიარეს. ჯერ კიდევ დეკემბერში ჟურნალ Marie Claire-სთვის მიცემულ ინტერვიუში ენჯიმ ოჯახში მე-7 შვილის გაჩენის შესაძლებლობა განიხილა. მაშინ მსახიობმა აღნიშნა: "ამ წუთას არაფერი გვაქვს გეგმაში, თუმცა ეს ხომ მთლად ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. ხომ შესაძლებელია, დავფეხმძიმდე კიდეც". ამასთან დაკავშირებით ბევრმა განაცხადა, რომ ჯოლის ეს ფეხმძიმობა იმითაცაა გამოწვეული, რომ მას სურს ყველას დაუმტკიცოს რომ ის და პიტი ერთად თავს კარაგდ გრძნობენ... ზოგმა კი განაცხადა,რომ მას უბრალოდ სურდა ენისტონის ორსულობა ჩრდილში მოემწყვდია თუმცა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მას ბავშვები ძალიან უყვარს და შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მიზეზია ან ეჭვი და მას მხლოდ შვილი სურს : ) ამჟამად ჯოლისა და პიტის ოჯახში იზრდება სამი აყვანილი ბავშვი, მათი სახელებია : მედოქსი, პაქსი და ზახრა, და კიდევ სამი ბიოლოგიური შვილი შაილო, ნოკსი და ვივიენი. ვიმედოვნოთ, რომ მათ ოჯახს კვლავ შეემატება ახალი ბავშვი.