დაკოტა ფენინგი, ელიზაბეტ ოლსენი და ანტონ იელჩინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალ ფილმში მონაწილეობაზე. სიუჟეტი ორ მეგობარზე მოგვითხრობს,რომლებიც სკოლას ამთავრებენ. ფილმის არაოფიციალური დასახელებაა "ძალიან კარგი გოგოები" (Very Good Girls). იელჩინის პერსონაჟი მათი განშორების მიზეზი გახდება. ის მათ ხანგრძლივ და ძლიერ მეგობრობას დრამატულ სასიყვარულო სამკუთხედად აქცევს. მოქმედება ნიუ–იორკში განვითარდება, პირველ ზაფხულს სკოლის დამთავრების შემდეგ.