მთავარი » 2012»იანვარი»16 » 28 წლის ულამაზესი ავსტრალიელი მოდელი ავიაკომპანიის სახე გახდა
9:02 PM
28 წლის ულამაზესი ავსტრალიელი მოდელი ავიაკომპანიის სახე გახდა
მირანდა კერი თავისი სამშობლოს, ავსტრალიის ყველაზე ცნობილი ავიაკომპანიის Qantas სახე გახდა. 12 იანვარს ის შეუდგა მოვალეობების შესრულებას და კომპანიის მიერ გამართულ წვეულებას ეწვია ლოს-ანჟელესში.
მირანდამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოხარულია იყოს მშობლიური ქვეყნის ავიაკომპანიის სახე " მე ხშირად ვმოგზაურობ, და როგორც კი Qantas თვითმფრინავში ვჯდები, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში."
ავიაკომპანიის მფლობელმა ალან ჯოისმა ავიაკომპანიის სახედ მირანდა კერის არჩევა იმით ახსნა რომ ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი სახეა მსოფლიოში.