When Stop Everything Round You სემმა თვალები გაახილა ქვინი: ღმერთო .. მან თვალები გაახილაა .. ჩორდს ჩავეხუტე სემი: სად ვარ ..? რა მოხდა ..? ქვინი: სემ .. ღმერთო .. შენ აქ ხარ ჩვენთან ... სემი: რა მოხდა ? ქვინი: არ გახსოვს? სემი: არა .. ის მახსოვს შენთან ერთად სკოლაში მოვედი მერე ჩორდი შეგვხვდა და მეტი აღარ .. ჩორდი: არც არის საჭირო რომ იცოდე .. ქვინი: მოკლეთ ძალიან ცუდად იყავი ხოდა ჩვენ საავადმყოფოდან გაგიტაცეთ .. მერე ჩორდმა რაღაც ანტიბიოტიკი დაგალევინა .. და ეხლა შენ თვითონაც ხედავ რა ხდება .. სემი: მოიცა ტქვენ ეხლა ხვდებით რომ დანაშაული ჩიდინეთ .. სელენა: კი და სხვათაშორის მხოლოდ შენს გამო .. სემი: რატო გააკეთეთ ეს? ქვინი: აბა დავმდგარიყავით და გვეყურებინა როგორ კვდებოდი ? სემი : ...... მაინც არ უნდა გექნათ ეგ .. ჩორდი: ჩემი ძმის სიკვდილს არაფრით დავუშვებდიი მე ეს სიტყვები მესიამოვნა და ჩორდს გმაყოფილების სახით შევხედე ნაია: კაი მოვრჩეთ ადენ ლაპარაკს და მოვშორდეთ აქაურობას სელენა: აჰაა ნაია მართალიაა სემი: მოიცა ქვინ შენ და ნაია .. ? ქვინი: ხო ხო შევრიგდით... სემი : აა .. ძალიან კარგი ჩორდი: ჰე ეხლა წავიდეთ თუ რაა .. ქვინი: ხო ხო წავიდეთ .. სემ სიარული შეგიძლიაა ? სემი: კი .. მაგრამ თავი მტკივა საშინლად .. ქვინი: ეგ უკუჩვენებებში ეწერა .. სემი: და მალე გამივლის? ქვინი: კი . სემი: მართლა? ქვინი: მართლა .. დამერწმუნე .. ჩორდი: მოდი სემ დაჯექი სემი: მოვდივარ ყველა მანქანაში ჩავჯექით .. ჩორდი რულზე დაჯდა .. ნაია წინ ხოლო მე სელე და სემი უკან .. ცოტა ხანი არცერთს ხმა არ ამოგვიღია .. სემს გაშტერებულ სახე ქონდა .. ვერ გაიგებდი რაზე ფიქრობდა .. სელენას კმაყოფილებით სავსე სახე ქონდა .. ნაიას ისე ეძინებოდა რომ ლამის მანქანაშიც კი ჩაეძინა :დ .. ჩორდს ოდნავ გაბრაზებული . .. გაკვირვებული სახე ქონდა .. მე კი დებილივით ვიყურებოდი აქეთ–იქით .. დრო საშინლად გაიწელა .. წამები საათებად გადაიქცა .. მე ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი. სულ აქეთ–იქით ვტრიალდებოდი .. ფანჯარას შევხედე .. სიბნელე იყო .. მხოლოდ რაღაც სილუეტები ჩანდა .. მაგრამ ერთი რამ კი შევნიშნე .. ქვინი: ჩორდ სახლს რატო გავცდით? ჩორდი: იმიტომ რომ არც შენ და არც ჩემს სახლში არ მივდივართ .. ქვინი: ეს რას ნიშნავს ... ? ჩორდი: იმას რომ აგარაკზე მივდივართ .. რადგან როცა შეიტყობენ სემის დაკარგვის ამბავს რა თქმა უნდა ჩვენ დაგვიკავშირდებიან .. და ჩვენ რა ვუთხრათ ჩვენ გავიტაცეთო ? ქვინი: კი მაგრამ .. სლენეა: რა მაგრამ ციხეში გინდა წასვლა .. ? ქვინი: კაი კაი .. მაგრამ იქ არც ტანსაცმელი გვაქვს და არაფერი ჩორდი: ნუ გეშინია მაგაზე ვიზრუნე .. ლამის მთელი მაღაზია ვიყიდე .. ამიტომ სამივეს გეყოფათ .. ქვინი : კაი კაი .. ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა .. ყველა ფიქრებში იყო წასული .. მხოლო სემს ქონდა რაღაც სხვანაირი სახე .. რაღაც .. აი სიტყვებით რომ ვერ ახსნი .. თითქოს აქ არ იყო .. სულ სხვაგან დაფრინავდა .. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ მივედით .. ნაია: ქვინ გადმოხვალ თუ არა ? ისე მეძინება ეხლა გავგიჟდები ... ქვინი: ხო ხო მოვდივარ .. მანქანიდან გადმოვედი .. ჩორდმა კარები გააღო და სახლში შევედი .. არავისთვის შემიხედია ისე გავემართე საძინებლისკენ .. სელენ: ქვინ სად მიდიხარ? ქვინი: ძალიან მძიმე დღე მქონდა ამიტომ დაძინებას ვაპირებ .. სელენა: კარგი .. ქვინი: თქვენ დაძინებას არ აპირებთ ? სელენა: ჯერ აქ მივაწესრიგებთ რაღაცეებს და მერე დავიძინებთ .. ქვინი : აა კარგი .. მე ისევ იმ ოთახში არაა ? ჩორდი: ხოო ქვინი: კარგი .. მე ოთახში შევედი .. კარადა გამოვაღე .. ტანსაცმლით იყო გამოტენილი .. ერთი პიჟამა ავარჩიე და ჩავიცვი .. დავწექი მაგრამ არაფრით არ მეძინებოდა .. ვერ ვისვენებდი .. ხან ერთ მხარეს გადავბრუნდებოდი ხან მეორე მხარეს .. ვერადა ვერ ვიძინებდი .. ბოლოს და ბოლოს დამეძინა ... დილით ადრე გამეღვიძა .. მოწესრიგდი ... მაკიაჟი გავიკეთე და ჩავიცვი .. ოთახიდან გამოვედი .. როგორც ჩანდა ყველას ეძინა .. წვენი მომინდა ამიტომ სამზარეულოში გავედი და .. არ ვიცი კარგი თავი იყო თუ არა .. გავაგრძელო ?