"ვამპირის დღიურებს" დეიდა ჯენა უბრუნდება
"ვამპირის დღიურების" გასულ სეზონში გამომშვიდობება მოგვიხდა ჯენა სომერსის პერსონაჟთან, რომელიც სერიალში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ელენა გილბერტის დეიდის როლს ასრულებდა. ალბათ უდავოა, რომ მისი სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სევდიანი იყო სხვა მრავალ პერსონაჟთა სიკვდილს შორის... "ვამპირის დღიურების ფანებისთვის" კი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია დადასტურდა: სარა კენინგი ბრუნდება სერიალის ფინალში კვლავ დეიდა ჯენა სომერსის როლში!
ალბათ გაინტერესებთ რა კუთხით მოგვევლინება ის? არა ის არც ზომბია, არც ჯადოქრები აპირებენ ბუნების ბალანსის დარღვევას მის დასაბრუნებლად, არამედ მას კვლავ ვიხილავთ როგორც ელენას დეიდას სერიალის ფლეშბეკებში. მისი დაბრუნებით შესაძლებლობა გვექნება თვალი გადავავლოთ ელენას ცხოვრებას ადრეულ ასაკში ანუ იმას, რაც ჯერ არასდროს გვინახავს!
სერიალის ფინალში მოგვევლინებიან აგრეთვე ელენას გამზრდელი მშობლები: გრეისონი და მირანდა. რომელი მსახიობები შეასრულებენ მათ როლებს ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც სცენარისტები ამბობენ მათ ფინალურ სერიაში დიდი დატვირთვა არ ექნებათ. ჯენას დაბრუნება მხოლოდ დასაწყისია! ალბათ არც კი წარმოგვიდგენია რამდენად გრანდიოზული ფინალი გველის! wyaro:ANGEL.GE
|