48 წლის ასაკში უიტნი ჰიუნსტონი გარდაიცვალა. იგი 2012 წლის 11 თებერვალს ღამით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობთ არ სახელდება და არც პოლიციას გაუკეთებია განცხადება ამის შესახებ.
მომღერალი ბოლოს 10 თებერვალს დააფიქსირეს პაპარაცებმა, როდესაც იგი არაფხიზელ მდგომარობაში ტოვებდა ღამის კლუბს. არ არის გამორიცხული, რომ მისი სიკვდილის მიზეზი, სწორედ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების გადამეტებული რაოდენობა იყოს. მას გასული წლების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა პრობლემა ნარკოტიკების გამო და ხშირად იყო სარეაბილიტაციო კლინიკების სტუმარიც.
შეგახსენებთ, რომ მომღერალს კარიერის განმავლობაში 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მის საუკეთესო წლებად კი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც უიტნი პოპულარობისა და წარმატების ზენიტში იყო.