მეე ? მე ერთი უბრალო გოგონა , რომელსაც ცხოვრებამ დიდი საჩუქარი გამოუგზავნა შენი სახით.. საჩუქარი, რომლის მსგავსიც ჩემთვის არავის არაფერი უჩუქნია და ვერასდროს ვერავინ შეძლებს ასეთი საჩუქარი გამიკეთოს. მეტს არც არაფერს ვითხოვ.. შენ იყავი ერთადერთი რაც არ მქონდა, მაკლდა, რისი არქონითაც ძალიან დიდ სიცარიელეს განვიცდიდი , და შენ მოახერხე ჩემს გულში ამ სიცარიელის შევსება . <3 რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა , შევიცვალე მეც !! ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ გამოჩნდებოდა ადამიანი ვინც ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი გახდებოდა , ვისზეც დღე და ღამ ვიფიქრებდი , განუწყვეტლივ. სიცოცხლე შემიყვარდა და ესეც შენს გამო . შენთვის ვცოცხლობ , მე თუ ვიცოცხლებ შენ ბედნიერი იქნები , და თუ შენ იქნები ბედნიერი მე ორმაგად ბედნიერად ვიგრძნობ თავს ... რა ლამაზი ყოფილა ეს ცხოვრება , გარშემო ყველაფერი ... მაგრამ , იცი? ??! დღე არ მომწონს , აურზაურია , ხმაური , ხალხი ერთმანეთში ირევა , განუწყვეტლივ საუბრობენ რაღაცაზე, თითქოს , რაღაც საერთო პრობლემა ჰქონდეთ , რომელიც ვერ გადაუწყვეტიათ ..მანქანები , გამონაბოლქვი , ვაიმე , რა საშინელებაააა... ჰო , კიდევ ერთი პრობლემა, ოფიციალურობა !! რას ვგულისხმობ ოფიციალურიბაში ?!! აი, , რა საჭიროა ყოველ შემხვეედრს რომ გადაჰკოცნიან ? ,, რა სისულელეააა !!! უბრალოდ მიესალმე , გაუღიმე და მორჩა რა .. ნუ , კარგი , გამიგრძელდა დღეზე საუბარი .. ეს ყველა ის პრობლემაა რაც მთელი დღის განმავლობაში? ნერვებს მიშლის.. აი ღამე კი .. ღამე საოცარია , ამოუცნობი , ძალიან ლამაზია , შავი ცა ,თეთრი მთვარე , კაშკაშა ვარსკვლავები ... ოო ,, ღმერთო ჩემო , რა კარგია .. თანაც ამ ყველაფერს თან ერთვის შენზე განუწყვეტლივ ფიქრები , ოცნებები , მონატრება , უზომოდ, უსაზღვროდ დიდი სიყვარული .. <3 მე და ღამემ ერთმანეთს კარგად გავუგეთ ! მე ჩემს პრობლემებზე , ჩემს სიხარულზე და საერთოდ ჩემზე ევსაუბრები , ის კი ჩუმად მისმენს ,თითქოს რჩევებსაც კი მაძლევს .. ყველაზე ახლო მეგობარია ის ჩემი .. მოუთმენლად ველი დაღამებას და გული მწყდება როდესაც თენდება, რადგან ვიცი ისევ ერთფეროვნება და ყოველდღიური მოსაწყენი ცხოვრება დაბრუნდება ... ზოგჯერ მინდა მთელი ღამე გადავათენო ოდა ჩემს მეგობრებს , მთვარეს და ვარსკვლავებს ვესაუბრო , მაგრამ ვიძინებ .. ვიძინებ იმ იმედით ,, რომ ღამე კიდევ ერთ საჩუქარს მაჩუქებს ... გამომიგზავნის ულამაზეს სიზმარს , რომლის მთავარი გმირიც შენ იქნები , ამ სიზმარში ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა ,, უზომოდ ბედნიერები ვიქნებით ... მაგრამ .. სიზმარი ხომ სამუდამოდ ვერ გაგრძელდებაი! მეც გამომღვიძება და იმ წამიდანვე შენზე ფიქრს დავიწყებ.. ჩვენს მომავალზე ვიფიქრებ , ვიოცნებებ , ვეცდები ჩემს წარმოსახვაში მაინც წარმოვიდგინო ჩვენი მომავალი .. უფალო ... რა მოხდება , რომ ჩემი ოცნებები ამიხდინო , ბევრს ხომ არაფერს გთხოვ .. მხოლოდ მინდა , რომ ჩემს უდიდეს სიყვარულთან ერთად ბედნიერი ვიყო , და მასთან ერთად გავატარო მთელი სიცოცხლე... თუ ერთად ვიქნებით ყველაფერს შევძლებთ , მაგრამ ... ცალ-ცალკეი არა , მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ , არ შემიძლია .. შენით ვსუნთქავ , შენით მიძგერს გული , თითქოს შენ იყო ჩემი გული .. შენ რომ დამტოვო , ესეიგი ჩემი გული დამტოვებს და მოვკვდები ... გესმის თუ რატომ არის ჩვენი ერთად ტოფნა საჭირო ? ხომ არ გინდა რომ გული მატკინო და რომ მომკლა ? ამიტომ ნუ დამტოვებ ნურასდროს ,სულ ჩემთან იყავი და ძალიან გიყვარდე !!
P.S I Love You By MaR_Selly (Maria)
|