მამაცი და მომხიბცვლელი გოგონების ჯგუფი მიჩვეულია ექსტრემალურ მოგზაურობებში შვებულების გატარებას. ამ ჯერად გადაწყვეტილია შორეული მთების ქედების გამოსაკვლევად წასვლა. ყველაფერი კარგად მიდის მანამ, სანამ ისინი საიდუმლო გამოქვაბულს არ იპოვიან. რა საიდუმლოებს ინახავს ის? ქალური ცნობისმოყვარეობა სიფრთხილეს აჯობებს, და აი დაქალები უკვე ღრმად მიწის ქვეშ არიან შესულები. მოულოდნელმა ქვებათაცვენამ გასასვლელი გადაკეტა, და გოგოებიიძულებულები არიან კატაკომბების სიღრმეში ჩაეშვან გადარჩენის მოსაძებნად. მალე ისინი აღმოაჩენენ, რომ სიბნელე, სიცივე, შიმშილი, სასოწარკვეთილება და შიში - არ არიან მათი ერთად-ერთი თანამგზავრები. გამოქვაბული აღმოჩნდება უცნობი საშინელი არსებებით დასახლებული, რომლებიც სულაც არ არიან წინააღმდეგები გაცნობაზე...
9. "The Ring” (2002)
ტელეფონის ზარი მოყვება უცნაური ვიდეოკასეტის ნახვის მერე, რის მერეც ყველა ვინც მას ნახავს კვდება. მსხვერპლს ნხოლოდ ერთი კვირა ეძლევა, შემდეგ კი სიკვდილია გარდაუვალი . ფილმის მთავარი გმირი რეიჩელი - ჟურნალისტი, იძიებს ამ საშინელ მოვლენებს, და შემთხვევით კასეტა მის შვილთან ხვდება, რომელსაც ასევე საფრთხე დაემუქრა. მას სიკვდილთან შეჯიბრება მოუწევს...
8. "Dawn of the Dead” (2004)
იმ დროს, როდესაც ამერიკას მოულოდნელი მილიონობით მიცვალებულების შემოტევა შეძრავს, ცოცხლად გადარჩენილი ადამინების პატარა ჯგუფი სცდილობს თავშესაფრის პოვნას სავაჭრო ცენტრის უზარმაზერ შენობაში. მაგრამ ისინი დიდ ხანს ვერ დაუდგებიან ზომბის შემოტევას. გმირები ხვდებიან, რომ დრო მიდის და სცდილობენ გაქცევას უსაფრთხო კუნძულზე, მაგრამ შეძლებენ ისინი მანდ ცოცხლები მისვლას...
7. "28 Days Later” (2002)
საფოსტო კურიერი – ახალგაზრდა ბიჭი გონზე მოდის კლინიკაში... მას არ ახსოვს როგორ აღმოჩნდა ამ ადგილას ნახევრად შიშველი და ძალაგამოლეული, ის გოსპიტალის დერეფნებში ბოდიალობს და სცდილობს მედპორსონალისგან პასუხების მიიღებას. მაგრამ რაც უფრო მეტს სცდილობს ის დახმარების პოვნას, მით უფრო ხმამაღლად ისმის მისი აჩქარებული ნაბიჯები ცარიელ შენობაში... შენობა ცარიელია... აქ არავინ არის!.. ლონდონის ქუჩებში გასვლისას მას იგივე სურათი დახვდება: სრული სიცრიელე. არ ისმის ადამიანების ხმა, არც მანქანების... ქალაქი თითქოს სასიკვდილო სენმა შეიბყრო... მაგრამ, რატომ დატოვა ამ უხილავმა მკვლელმა ჯიმი ცოცხალი? დატოვა მა უხილავმა მკვლელმა ვინმე ცოცხლად?.
6. "Let the Right One In” (2008)
12 წლის ოსკარი პატარა სოფელში სტოქჰოლმთან ახლოს ცხოვრობს.დღისით ის დაცინვას და ცემას უძლებს,ხოლო ღამე შურისძიებაზე ოცნებობს... უმამობით დატანჯული და დედას გამოპარული ოსკარი რვეულში იწერს მისი მტრების დაუნდობელი მკველობის მთელ დეტალებს... ქაღალდზე მას შეუძლია ამ ხალხს კისერი მოუგრიხოს და სისხლი გამოწოვოს ...ის დანების სროლაშიც მეცადინეობს..ერთ ღამით კი იგი გოგონას სახელად ელი გაიცნობს.ის ოსკარის ახალი მეზობელია.ისინი დამეგობრდებიან..ელი ოსკარის მამაცობას ასწავლის,ოსკარი კი მასში სიყვარულის სურვილს იწვევს...მაგრამ ელისათვის ეს არ კმარა..მას სისხლის წყურვილი სტანჯავს....
5. "Let Me In” (2010)
დაშინებული ახალგაზრდა ბიჭი ახალგაზრდა გოგონა ვამპირს გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც ცხოვრობს საიდუმლოდ მის მეურვესთან ერთად...
4. "Drag Me to Hell” (2009)
ბანკის თანამშრომელი კრისტინ ბრაუნი უარს ეტყვის კრედიტის გაგრძელებასე უცნაურ მოხუც ქალს, რომელიც სინამდვილეში ძველებური დემონი აღოჩნდება. ალქაჯი გოგონას ძველებურ წყევლით დაწყევლის – კრისტინს აქვს სამი დღე იმისათვის, რომ მოიხსნას ის, სხვა შემთხვევაში მას ჯოჯოხეთში ჩაითრევენ
3. "The Others” (2001)
ლამაზმანი გრეისი თავისი ავადმყოფი ბავშვები მიყავს ინგლისის სანაპიროზე ერთ მდიდრულ სახლში, იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებას დაელოდოს. მის ქალიშვილს და ვაჟს უცნაური ავამდყოფობა სჭირს: ისინი დღის პირდაპირ შუქს ვერ იტანენ. სახლში სამი სამი ახალი მოახლე გამოჩნდება, იმათმა უნდა ისწავლონ ერთი მთავარი წესი: ყველა ოთახი ყოველთვი ნახევრად ჩაბნელებული უნდა იყოს, არ შეიძლება კარის გაღება,მანამ, სანამ წინა კარი არ არის დახურული. გრეისი, ბავშვები და ისინი, ვინც მათ გარშემომოცვაში იმყოფებიან, გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგავენ, საბედისწერო ნაბიჯს.
2. "The Mist” (2007)
პატარა ქალაქს დაფარავს ზებუნებრივი ბინდი დაადამიანებს გარე სამყაროს აშორებს. გმირების ჯგუფს, რომლებიც ამ მომენტში სუე~პერმარკეტში აღმოჩნდებიან, მოუწევთ შევიდნენ არათანასწორ ბრძლაში ამ ბინდში არსებულ მონსტრებთან...
1. "Shaun of the Dead” (2004)
შონის ცხოვრება დაუმთავრებელ მოსაწყენ სიზმარს გავს: მოსაწყენი სამუშაო, ყოველდღიური ინტრიგები, კინკლაობა შეყვარებულთან და პრობლემები დედასთსნ. ერთად-ერთი გულის დასამშვიდებელი - ადგილობრივი ლუდის ბარია, სადაც ის სამსახურის მერე თავის მეგობართან ედისთან ერთად ზის. თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ მკვდრებს მობეზრდათ თავის საფლავებში წოლა: იმათმა გადაწყვიტეს თავისი მოსაწყენი არსებობა გააფერადონ და ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს. ზომბი-ეპიდემია იწყება! და ვინ შეძლებს ამ ყველაფერს ბოლო მოუღოს?! რა თქმა უნდა შონი!!