ტეილორ ლოტნერი "Grown Ups"–ის გაგრძელებაში ითამაშებს
ტეილორ ლოტნერის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი "Grown Ups"–ის გაგრძელებაში მიიღებს მონაწილეობას.
ადამ სენდლერის 2010 წლის კომედიამ 80 მილიონიანი ბიუჯეტით 300 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. ფილმში მონაწილეობა მიიღეს: ადამ სენდლერმა, კრის როკმა, რობ შნაიდერმა, კევინ ჯეიმსმა და დევიდ სპეიდმა.