1... გაზაფხული ამეკვიატა და შენ...
2... ...მე აგამაღლე იმ სიმაღლემდე ბოლოს მე თვითონ ვეღარ შემოგწვდი...
3... გაგვაუცხოვა, გაგვარინდა დრომ და სიშორემ. გავურბი, მაგრამ შენზე ფიქრი ვერ მოვიშორე...
4... თუ კატას ეთამაშები, ნაკაწრებზე არ უნდა იწუწუნო!!!
5... როცა უჩემობა შეგაშინება დაიღრიალებ, მაგრამ რაღადროს? უკაცრავად..დაიგვიანე..
6... ხანდახან მიზანს ააცილე!.ხანდახან ჩამოჯექი ქვაზე!.ხანდახან მტერიც გააცინე!.ცხოვრებას უხდება ასე!
7... მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს, სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ.. არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ, იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
8... უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება, დუმდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება.......
9... სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი ..... მან მზე შეიყვარა, მე შენ შემიყვარდი.........
10... ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს.
11... ძალიან გიყვარდა..? ეგ არაფერია...!!! მეტად ყვარებიათ სხვებს... ძალიან მოგწონდა..? რა ვუყოთ მერე... განა არ მოსწონდა სხვებს..?!.. ცხოვრებას შესწირავდი?? მიკვირს... განა ცხოვრება შეუწირავთ სხვებს..?! ცხოვრება თეატრია, ითამაშე... ოღონდ ნუ გაიღებ მსხვერპლს...
12... ძალიან ძლიერი ვარ იმისათვის, რომ პირველობა ვინმეს დავუთმო, მაგრამ ძალიან სუსტი ვარ იმისათვის, რომ წაგებას შევეგუო…
13... არ მინდა ვიღაცის ძალდატანებით გულისხმიერი ფრაზა.... „თუ გაგიჭირდეს-აქ ვარ"... მიჭირს და ახლა ვინც შემპირდით, აბა, სად ხართ?!
14... მერე რა, თუ ტალღა შენს მზეებს გადაშლის, მერე რა, თუკი ზღვა ხმაურით წავიდა, სამყაროს გაცვეთილს სხვა გვერდზე გადაშლი... ახალ მზეს დახატავ ქვიშაზე თავიდან...
15... მადლობა მათ ვისაც ვუყვარვარ - თქვენ მე მდიდარს მხდით!!! მადლობა მათ ვისაც ჩემთვის ცუდი გინდათ - თქვენ მე ძლიერს მხდით!!! მადლობა მათ ვისაც ჩემი გშურთ - მე თქვენ ფონად მჭირდებით...!!!
16... საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს და არც არავის იმედი არ უნდა გქონდეს ცხოვრებაში!.. შენი ტკივილი, არავის აწუხებს და არავის ჭირდება!..დრო მოვა და აუცილებლად ვისწავლი მაგასაც, მაგრამ ნურავინ მომთხოვს მერე ადამიანობას!..
17... ჩემთვის ეს სიყვარულია!.. შენთვის კი...აბა,რა ვიცი?.. გახედე,გაზაფხულია... მეც ჭრელა- ჭრულა ჩავიცვი... ჩემთვის ეს სიყვარულია!.. მარტი,აპრილი,მაისი... გულს შენსკენ მოუხარია... სხვა ყველაფერი დაიცდის... ჩემთვის ეს სიყვარულია!... შენთვის კი...აბა,რა ვიცი?... გინდა?... შენს გულში დამტოვე... თუ არა... მაშინ გამიშვი...!!!
18... ქალი წვიმაა... ხან მოვა... ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს... თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს, მერე მოგდგება, აგკრიფავს...
19... გყოფნის? ყოფნის შენს ლოდინს?რასაც გიმზადებ?დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს,არ გამიბრაზდე...უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ!და ესეც ალბათ ბრალია იმის...მომნატრებიხარ....
20... ...მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი... ახლა რაღა დროს! უკაცრავად, მე შენ მიყვარდი...!!!
21... ვიცი, მეც მარტს ვგავარ შარიანს... რა მინდა, კაცი ვერ გამიგებს.. მარტის ამინდივით ვიცვლები, ნიღაბზე კვლავ ნიღაბს ვიკეთებ, ძლივს მიძლებ, ძლივს მიძლებ და მაინც... სხვისთვის ფიქრადაც ვერ მიმეტებ...!!!|
22... არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ, ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე... აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ, აპრილია თავად უნდა მიხვდე...
23... ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის ჩემს აზრებშია... ვინც ჩემთვის ძვირფასია, ის ჩემს სულშია... ვინც ჩემთვის ახლობელია, ის ჩემს გულშია... დაა, ვიღაცას სამჯერ გაუმართლებს!!!
24... ალბათ განშორებაც ლამაზია,თუ ის ისევ ნახვის სურვილს ბადებს... ალბათ მარტოობაც ლამაზია, მისი მონატრებაც თუ გაწვალებს... ალბათ სიმახინჯეც ლამაზია, როცა გულით გიყვარს შენი სატრფო!!! ალბათ სიყვარულიც ამას ჰქვია: როცა შორს არის და მაინც გათბობს...!!!
25... ფეხის ნაბიჯები გამიზომეს,მკერდზე მჯიღა ხორცი ამათალეს, სისხლი მისხალ-მისხალ ამიწონეს სიტყვა მარცვალ-მარცვალ დამითვალეს.მერე მაღალ ღმერთთან გამაგზავნეს,ხმალი და ღვინო წამასაგზლეს, უფალმა ცათა აღაპყრო ხელი - ქართველიაო, გაატარეთ!!!!
26... შენ გგონია მონატრება მომკლავს?ფიქრი ნუ გაქვს, არ იდარდო კარგო! მარტოობას ღიმილივით ვიჩვევ.არჩევანი ხომ მომანდე?ჰოდა_მაპატიე, უშენობას ვირჩევ..!!!!
27... წახვალ... და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა რომ გაგახსენდები... და მერე ჩურჩულით იტყვი "მიყვარდა" მაშინ გკითხავენ "რატომ დაშორდით?" გაგეღიმება, სიიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი "ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი"...
28... შემოდგომა მეგონე და გაზაფხული ყოფილხარ.... მე წასული მეგონე და თურმე ახლა მოდიხარ... )))
29... გამოვტყდი ტყუილში, გამოვტყდი ღალატში... შენ მე სიმართლე სენივით გადამდე, ოდნავაც არ მიკვირს დღესაც რომ არ მოვკვდი, თითქოსდა ხვალისთვის წვრილმანი გადავდე...))
30... დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,
დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები, ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ ღიდან გაზაფხული იქნები...)))
31... ცოტას დავიცდი, სანამ წვიმის გავა სურნელი.... ნუღარ განიცდი, პატიებას ჩემგან ნუ ელი! ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ, ნუღარ განიცდი, ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ!!!
32... ქალი..?! ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა დანნარჩენი სისულელეა...
|