SkyofLove Season 2 Part 5 __________________________________________________________ ♥ყველა გოგო,ოცნებობს თავის პრინცზე... მაგრამ..ის იქნება შენი პრინცი მხოლოდ და მხოლოდ,მაშინ როდესაც გაგრძნობინებს,რომ შენ ხარ პრინცესა ♥ __________________________________________________________ -ჩორდ..მე...(ლაპარაკის უნარი დავკარგე) -შენ არაფერს შუაში ხარ..ბოდიში,რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენე...(გამიღიმა და გავიდა) -ო..ღმერთო..ვაიმე რა გავაკეთო..ეს..ეს...(გულში ვფიქრობდი და თავში ხელებს ვირტყავდი) მთელი ღამე,თვალი არ მომიხუჭავს...იმ სიტყვებზე ვფიქრობდი რაც მან მითხრა... ......... -ააა...რა მაგარია...(ვკიოდი სიხარულისგან) შაბათი იყო,დილლადრიან მშობლებმა მომაკითხეს წასაყვანად. -ჩაიცვი,საყვარელო და წავიდეთ! ექიმს დაველაპარაკები!(მამა) -კარგი...(მე) მამა ოთახიდან გავიდა,დედამ ტანსაცმელი ამირჩია ჩავიცვი და წავედი: ჩორდისთვის თვალიც არ მითხოვია,მხოლოდ ნახვამდის! ვუთხარი და იქიდან წამოვედი... მანქანაში ჩავჯექით... გზაში მშობლები ჩემი წარსულის შესახებ მიყვებოდნენ,მართალია არაფერი მახსოვდა თუმცა მაინც მიხაროდა. გარშემო ვერაფერს ვიხსენებდი...მანქანა,როცა გაჩერდა უკვე მივხვდი სახლში მივედით. სახლი ძალიან მომეწონა,იქაურობა ულამაზესი იყო. -ძალიან ლამაზია...(მე) -ამ სახლში ბავშვობიდან ცხოვრობ ნუთუ ესეც არ გახსოვს?(დედა) -(არას ნიშნად თავი გავაქნიე) ოთახში ავირბინე,და ძაალიან მომეწონა...თურმე სახლთან ახლოს ყოფილა ზღვა,რაც ძალიან მახარებდა,მაგრამ არ ვიცი რატომ.შემდეგ ვიფიქრე,რომ ზღვასთან ალბათ კარგი მოგონებები მქონდა და იმიტომ. იაქურობა მივათვალიერე.ჩემს საწერ მაგიდას მივუჯექი და ერთი ფოტოს მოვკარი თვალი.ფოტოზე ვიღაც ბიჭი და მე ვიყავი...
ფოტო ხელში ავიღე,და გავშეშდი...ფოტოს უკან ეწერა:”ჩემი სიყვარული” 2012 წლის 10 მარტი. ფოტოს დიდხანს მივჩერებოდი,თავს მაშინ მოვწყდი,როდესააც დედა შემოვიდა ოთახში: -შვილო,წამოდი სადილი გავაკეთე! შენი საყვარელი კერძი! (დედა) -მადლობა,დე მაგრამ არ მინდა..ოთახში ვიქნები...(მე) -მაშინ აქ ამოგიტან..როგორც ყოველთვის შენი ჭამა ერთი ჩემი დიდი პრობლემა...(დედა) თავი გავაქნიე სიცილით,და ისევ ფოტოს მივუბრუნდი.თითქოს იმ ბიჭის სახე მეცნობოდა,შეგრძნება მქონდა,რომ მას ვიცნობდი... მალე დედა შემოვიდა და საკვები შემომიტანა,მაგიდაზე დამიდო თეფში და უცბად ფოტოს მოკრა თვალი რომელიც ხელში მეკავა. -გახსოვს?(დედა) -რაა>(მე) -სად იპოვე ფოტო?(დედა) -საწერ მაგიდაზე იდო...(მე)-ვინ არის? -ის..ის....(ყოყმანობდა)-ის ჩვენი ახლო ნათესავია,რომელიც გარდაიცვალა..ის ძალიან გიყვარდა,როგორც მეგობარი და ამის შედეგად ავარიაში მოყევი...(მის ნათქვამს ცოტა თავდაჯერება აკლდა)-სახიდან ცრემლები წამოუვიდა თუმცა მალევე მოიწმინდა. -კარგი ჭამე...ცოტა ხანში კი სანაპიროზე გაისეირნე შენს მეგობრებთან ერთად...(დედა) -არ მინდა..მირჩევნია სახლში ვიყო...(რაც შეიძლება მტკიცედ განვუცხადე) დედა ოთახიდან გავიდა..მე კი ფოტოს თვალი ვერ მოვწყვიტე...
1 თვის შემდეგ... -ასე გაგრძელება აღარ შეიძლება..(მამა) -რას გულისხმობთ?(მე) -შენზე ვნერვიულობთ შვილო...ასე ვეღარ გიყურებთ,ისევ ის ძველი ქვინი გვინდა,მოუსვენარი,ცანცარა,თამამი და საყვარელი...(დედა) -ხო,მაგრამ მე ხომ არ მახსოვს ადრე როგორი ვიყავი..(მე) -შვილო,ვიცი გიჭირს,მაგრამ არც ასე სახლში გამოკეტვა არ არის გამოსავალი,შენ გამოეყავი გარესამყაროს..სულ ოთახში ხარ გამოკეტილი და ყველაზე ელემენტარულს ინტერნეტსაც კი არ იყენებ..ამიტომ ასეთი აზრი მოგვივიდა...(დედა) -რა აზრი?(ვეცი) -საყვარელო,სკოლაში უნდა იარო...1 თვეში სკოლა განახლდება...და კალაპოტში უნდა ჩადგე..იმეცადინო და განათლება მიიღო..სკოლაში განმხიარულდები,მეგობრებს გაიხსენებ ყველაფერს მიეჩვევი...ამ 1 თვის განმავლობაში კი ჯობია რამეთი გაერთო...შენს თავს არ აჰყვე...მიეცი შენს თავს ნება,რომ გაერთო და ნორმალური თინეიჯერი გოგონასავით მოიქცე! მიჰყვე მოდას,ილაპარაკო სხვადასხვა აქსესუარებზე როგორც ადრე აკეთებდი შენს მეგობრებთან ერთად! არ გახსოვს როგორ ერთობოდით შენ და შენი დაქალები კინოში,კაფეში,ფართიზე,წვეულებაზე,სკოლის ბანკეტზე...?!?!?!?!?!?!?!?!? (დედა) -არაფერი არ მახსოვს..არაფერი...(ნაღვლიანად წარმოვთქვი) -ყველაფერი გაგახსენდება,ქვინ..(კარიდან შემოვიდა ერთი გოგო) __________________________________________________-______ არ ვიცი ეს როგორი თავი იყო.,მაგრამ აშკარად შტერობა გამოვიდა... დიდ მადლობას გიხდით ასეთი თბილი კომენტარებისათვის! შემდეგში უფრო საინტერესო თავები იქნება,მადლობას ვუხდი ბასტის იდეა რომ მომაწოდა! წინ უფრო საინტერესო თავები გელოდებათ!