ცოტა ხნის წინ ის ყველასთვის შეუმჩნეველი გოგონა იყო, შემდეგ კინომოყვარულების არეალში მოექცა ფილმებით "აგენტების შვილები 3" და "ჯადოქარი ვეივერლი პლეისიდან", დღეს კი მას აქვს მსოფლიო ჰიტი, გრემის რამდენიმე ნომინაცია, სერიოზული როლები კინოში და გვერდით ჯასტინ ბიბერი ჰყავს.
სელენა მილიონობით თინეიჯერისთვის მისაბაძი გოგოა. ბევრსაც შურს მისი, რადგან გვერდით ჯასტინი ჰყავს და ამ ყველაფერს 19 წლის ასაკში მიაღწია. მისი ცხოვრება კონკიასაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ არ გამოჩენილა ფერია, რომელიც მის ცხოვრებას ერთ დღეში შეცვლიდა. "ყოველთვის საკუთარი თავის იმედი მაქვს. დღეს რომ წარმატებული ვარ, მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ შემიძლია, კონკრეტულ მიზანზე მოვახდინო კონცენტრირება", – ამბობს სელენა.
პოპულარული გოგონა მალე თინეიჯერობის ასაკს გამოეთხოვება. ამის აღსანიშნავად მან უკვე მიიღო მონაწილეობა სრულიად არათინეიჯერულ ფილმში "მონტე კარლო". ის დღეს თამამად ატარებს მსოფლიო შოუბიზნესის პრინცესას ტიტულს.