სასტუმრო Marina Bay Sands -- აუზიღრუბლების სიახლოვეს
სინგაპურში საოცარი და ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო მდებარეობს სახელად Marina Bay Sands. ეს არის 200 მეტრ სიმაღლეზე, 55 სართულიანი შენობა- მწვანე ბაღებით და უზარმაზარი ტერასით ღია ცის ქვეშ.
აუზი სახურავზე საოცრად ეფექტურადაა მოწყობილი. აუზის ზღვარი უსასრულობაში ინთქმება. ის 150 მეტრზეა გადაჭიმული. სასტუმროში 2500 ნომერი, სავაჭრო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, 2 თეატრი, 1 მუზეუმი და რამოდენიმე რესტორანია.
☻ მთლიანი ხედი. სამ კოშკში 2500 ნომერია. აუზი სწორედ მათზე დგას. ქვევით შენობა 'თეთრი შროშანი' - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია.
☻ ხედი სახურავზე. თითოეული სართულის აშენებაზე 4 დღე დაიხარჯა. სახურავზე რამოდენიმე ღამის კლუბიცაა.
☻ ხედი ქვედა ფანჯრიდან.
☻ სასტუმროში უზარმაზარი კაზინოა. 1000 მაგიდითა და 1400 სათამაშო აპარატებით.
☻ აქ ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად ხვდება. შესასვლელში ბარგის გამო არც გიწევს ცდა, განსაკუთრებული ტექნიკით ჩემოდნები თავისით 'მიდის' ადგილზე.
☻ ეს პატარა ნომერი 48-ე სართულზე. 500 $ ღირს 1 დღე-ღამე. შესაძლებელია 400 $-ად ან უფრო ნაკლებაც კი შოვნა. ხოლო საუკეთესო ნომრები 1500 % ღირს.
☻ ვესტუმროთ სახურავს. თუ თქვენ არ ისვენებთ სასტუმროში, 20 დოლარად შესაძლებელია ბილეთის ყიდვა ამ ადგილის მოსანახულებლად.
☻ აქედან იშლება ქალაქის საუკეთესო ხედი.
☻ ტურისტების დასაცავად სახურავი დაზღვეულია მინით. აქედან საუკეთესო სანახავია ფორმულა 1-ის ტრასა.
ამასთან აქ საოცარი ჟაკუზებია და ეწყობა გრანდიოზული შოუები.