____________________________________________________________ გადიოდა დღეები,თვეები... ხვალ გამწერდნენ..ვემზადებოდი და ვალაგებდი.... სუფთა ჰაერზე გავედი და სეირნობა დავიწყე... ცოტა მოსაღამოვდა კიდეც... ოთახში დავბრუნდი და წიგნის კითხვა დავიწყე... ცოტახანში ჩამეძინა კიდეც...ნუ ჩამეძინას ვერ ვიტყვი..რადგან ვერ დავიძინე...სემზე ვფიქრობდი..ექიმის მიმართ სიმპატია გამიჩნდა?არა რა სისულელეა... გამთენისაას ჩამეძინა.. 10საათზე თავზე დამადგნენ მშობლები... -მამა..დედა(მათკენ წავედი და ჩავეხუტე) -მოგვენატრე ჩემო პრინცესაა :)) (მამა) -მეც..სად იყავით ამდენი ხანი?(ცოტა არ იყოს გავუწყენდი)
-მოდი მაგაზე სახლში დაგელაპარაკებით ეხლა აიღე შენი ნივთები და წავიდეთ..მე ექიმს დაველაპარაკები ცოტა ხნით..(მამა) მე და დედამ ნივთები ავიღეთ და ქვემოთ ჩავიტანეთ...მამა სემს ელაპარაკებოდა..მე სემთან მივედი და ვუთხარი: -ჩემი წასვლის დროც მოვიდა...აი შენი წიგნი..(მივაწოდე)
-იყოს..გჩუქნი..(სემი) -მადლობა..(ჩანთაში ჩავიდე) -კარგი მაშინ ნახვამდის..(ჩავეხუტე) დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი... გზაში აიპოდი ავიღე და სიმღერების მოსმენა დავიწყე...სახლს როგორც კი მივუახლოვდი მანქანიდან გადმოვხტი...მონატრებული სახლი,წესიერი საკვები,ბუნება...სახლში შევვარდი და ყველას მივესალმე:ბებიას,ბაბუას,ჩემ დას და ძმას...დიდი ოჯახი მყავს არა??? ყველა ძალიან მომენტარებულ მყავდა... ჩემს ოთახში ავედი და დავალაგე ყველაფერი...კომპიუტერი ვაიმე როგორ მენატრებოდა...:დ...კომპიუტერის გიჟი ვარ... რეები აღარ ვაკეთე...ბოლოს კი დავიძინე... დილით ადრე ავდექი.. ჩავიცვი:
გარეთ წვიმდა ამიტომ ცოტა თბილად შევიმოსე... ქვემოთ ჩავედი და ვისადილე..თითქმის ყველაფერი გადავჭამე...ჩანთას ხელი მოვკიდე და სკოლაში წავედი... როგორც კი შევედი ყველა მე მიყურებდა....
ნიას ვნახე ფინიც..ნუ სულ გაბუტული ხომ არ ვიქნებოდი შევურიგდი კიდეც...ბარბარაც ვნახე..(უი ბარბარა ჩემი მეგობარია)ყველა ვნახე ჩემი ნაცნობებიი..ყველა მეხუტებოდა...ზარიც დაირეკა..ჩემს ადგილზე დავჯექი...პირველი ქიმია გვქონდა თუ არ ვცდები...დირექტორი შემოვიდა და თქვა: -ბავშვებო გაიცანით თქვენი ახალი ქიმიის მასწავლებელი..(დირექტორი) ერთ ადგილას გავშეშდი და პირი დავაღე.....ეს შეუძლებელი იყო....
______________________________________________________________ შეიძლება პატარა თავი იყო..მაგრამ ბოდიშით..შემდეგი თავი დიდი იქნება და შემდეგ თავს დავდებ პარასკევს....