ოცნებები სრულდება სემი დავინახე .. კარებთან იდგა და აქეთ–იქით დადიოდა .. მე ისე მივუახლოვდი მას რომ ვერც კი დამინახა .. ქუინი : სემ ..
სემი : ქუინ .. უკვე მოხვედი ... ? აბა რას ფიქრობ .. ? ქუინი : იცი ძალიან ბევრი ვიფიქრე .. შენ მართალი ხარ მთავარი არ არის ის შეგიძლია თუ არა სიარული , მთავარია გიყვარდეს .. ამიტომ ... სემი : ამიტომ რა ? ქუინი : ამიტომ მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ და არავის მივცემ ნებას რომ ამ სიყვარულს ხელი შეუშალოს .. სემი : აი ასეთი ქუინ ფაბრაი მიყვარს მე .. ქუინი : ჰა ეხლა არ შევიდეთ კლასში ? სემი : რა თქმა უნდა .. )) ყველა ჩვენ გვიყურებდა .. ყველას სახეზე გაოცება აღბეჭდილიყო .. მე თითქოს ეს სიამოვნებას მგვრიდა , ტან უხერხულადაც ვგრძნობდი თავს .. )) როგორც იქნა მივაღწიეთ კლასამდე .. )) უცებ სემმა შემომაბრუნა სემი : არ გეზარება ეხლა გაკვეთილები ? ქუინი : შენ ვერ წარმოიდგენ თან როგორ .. სემი : ხოდა გავაცდინოთ გაკვეთილები .. ქუინი : დირექტორმა რომ გაიგოს ხომ იცი რას გვიზამს სემი : მერე დირექტორს ვუთხრათ. ქუინი : მოიცა ვერ ვხვდები სემი : ვუთხრათ რომ ვითომ სადმე მივემგზავრებით 1 კვირით და გაგვანთავისუფლოს .. ქუინი : და რო არ მივდივართ .. სემი : მერე რა რას მიხვდება ერთი .. ჰა აბა რას იტყვი ? ქუინი : ასე არ შეიძლება .. მაგრამ .. მაგრამ კაი ხო ვუთხრათ ასეე სემი : ძალიან კარგი .. წამო ეხლა წავიდეთ .. მე და სემი დირექტორთან მივედით. ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც დავგეგმეთ . დირექტორმა ყოყმანის გარეშე გაგვანთავისუფლა .. დირექტორის ოთახიდან გამოვედით .. შემდეგ დერეფანს გავუყევით . შემდეგ მარჯვნივ შევუხვიეთ .. იქ სემმა წყალი დალია .. შემდეგ კი გასასვლელს მივადექით .. როგორც იქნა სკოლიდან გავედით ქუინი : მაინც ვფიქრობ რომ არასწორად მოვიქეცით სემი : კარგი რა .. ეხლა ისეთ ადგილას წაგიყვან რომ ყველაფერი დაგავიწყდება .. ქუინი : სად მივდივართ ? სემი : ოო .. ეგ საიდუმლოა .. რომ მივალთ ნახავ .. ქუინი : კარგი რა სემი : არა არ გეტყვი .. მანამდე კი ბოდიში თვალები უნდა აგიხვიო ქუინი : რა საზიზღარი ხარ რაა სემი : ვიციი .. სემმა თვალები ამიხვია და მანქანაში ჩამსვა .. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი ზღვის სუნს .. მზის სხივები ჩემს სახეზე დარბოდნენ .. ნელი სიო თმებს მირევდა .. მხოლოდ სემის ნელი სუნთქვა მესმოდა მეტი არფერი .. თანდათან ზღვის ტალღების ხმა გავიგე .. მივხვდი რომ ზღვასთან ახლოს ვიყავით .. უცბად მანქანა გაჩერდა .. სემმა მანქანიდან გადმომიყვანა, ეტლში ჩამსვა და სადღაც წამიყვანა . ერთი ხუთი შეყოვნდა შემდეგ კი თვალებიდან სახვევი მოხსნა .. უზარმაზარი სახლი დავინახე .. სხვა .. მზე .. ცისფერი ცა .. აღრმთოვანებისგან ხმა ვერ ამოვიღე სემი : რა იყო არ მოგეწონა ? ქუინი : პირიქით .. უმაგრესია .. რა ვთქვა არ ვიცი .. სემი : მიხარია რომ მოგწონს .. არ შევიდეთ ? ქუინი : რა თქმა უნდა .. ძალიან მაინტერესებს როგორიაა სემი : აჰ .. მეც .. ქუინი : შენც ? სემი : ხო ეს სახლი ინტერნეტით ვიყიდე .. ამიტომ სინამდვილეში როგორია არ ვიცი .. ქუინი : მოიცა შენ ეს სახლი იყიდე ? სემი : ხო .. ქუინი : და რათ გინდოდა ? სემი : შენ გიყიდე .. ეს სახლი ამიერიდან შენია .. ქუინი : მოიცა ხუმრობ ? სემი : და რატო უნდა ვხუმრობდე ? ქუინი : გაგიჟდი .. ? სემი : კი .. შენ გამაგიჟე .. ქუინი : კარგი რა .. სემი : ბოლოს და ბოლოს შევიდეთ ?? ქუინი : რა თქმა უნდა .. )) მე და სემი სახლში შევედით .. ულამაზესი იყო .. ოცნების სახლს გავდა .. გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებდი. სემი : არ მოგეწონა ? ქუინი : ეგ საიდან მოიტანე ?? სემი : რავი ხმას არ იღებ და ... ქუინი : იმიტო რომ გაოცებული ვარ .. ულამაზესია .. ულმაზესი ადგილია .. აქ მოხვედრას ყველა ისურვებდა ... სემი : ისეიგი მოგეწონა .. ქუინი : მომეწონა კი არა გადავირიეე სემი : ხოდა მაშინ მოდი პლიაჟზე გავიდეთ .. ქუინი : კარგი .. მაგრამ არაფერი ტანსაცმელი არ მაქ და .. სემი : მაგაზე უკვე ვიზრუნე .. ტანსაცმელი ოთახშია .. იმედია მოგერგება ქუინი: კარგი მაშინ გამოვიცვლი და გამოვალ .. სემი : კარგი .. მე ოოთახში შევედი .. ულამაზესი ოთახი იყო .. კარადასთან მივედი .. უამრავი რაღაც იყო .. საცურაო კოსტუმებიდან დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული .. ძალიან მინდოდა ამ საცურაო კოსტუმების ჩაცმა .. გარეთ გასვლა და ცურაობა .. მაგრამ როგორ ? მე ხომ ამ საზიზღარ ეტლს ვარ მიჯაჭვული .. როგორ მინდა ავდგე და გავიარო .. ვირბინო .. ვიხტუნო ... ძალიან მინდა .. ბოლოს ერთი კაბა ავარჩიე და ჩავიცვი .. გარეთ გავდიოდი და თან ვფიქრობდი .. გადავწყვიტე რომ რეაბილიტაციაზე მევლო .. ალბათ დამეხმარებოდა რომ გამეარა .. ყოველი შემთხვევისთვის მე ძალიან მინდოდა .. ამასობაში პლიაჟზეც მივედი .. სემი ზღვაში იყო შესული ... ის ისეთი მოსიყვარულეა .. მზურნველი .. ძალიან სიმპათიური .. მე გაშტერებული ვუყურებდი მას .. ცოტა ხანში მანაც შემამჩნია და ზღვიდან ამოვიდა .. სემი : აბა მოგეწონა ოთახი ? ქუინი : ულამზესიაა სემი : ქუინ რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ არ გამაწყვეტინო .. ქუინი : რა იყო ? რამმე მოხდა ? სემი : გთხოვ მისმინე .. მოკლედ მე გადავწყვიტე რომ ერთ–ერთ კონკურსში მივიღო მონაწილეობა .. ყველა მეუბნება რომ კარგი ხმა მაქვს ხოდა მეც მინდა ვცადო ბედი .. იმედი მაქვს რომ გამომივა .. ეს კონკურსი ნიუ–იორკში ტარდება და თუ გამიმართლა და გავიმარჯვე ალბათ იქ დარჩენა მომიწევს .. რათა უფრო პოპულარული გავხდე .. მე კი შენთან განშორება არ მინდა .. ძალიან მინდა რომ შენც წამოხვიდე და მიგულშემატკივრო .. აბა რას იტყვი ? ქუინი : ეს არაჩვეულებრივია .. )) რა თქმა უნდა წამოვალ და შენს გვერდით ვიქნები .. თუ საჭიროა იქაც დავრჩები .. შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ ..)) სემი : მართლა ?? .. რა მაგარია .. მე მეგონა რომ უარს მეტყოდი .. მაშინ დავრეკავ და ბილეთებს შევუკვეთავ დღეს ღამისთვის .. ქუინი : კარგი .. მაშინ მე სკოლაში დავრეკავ .. სემი : კარგი სემმა ბილეთები შუკვეთა მე სკოლაში დარეკე .. გამწარებული ბარგს ვალაგებდი .. ბევრი არაფერი მიმქონდა ძირითად რამეებს იქ ვიყიდიდი .. ბანკში დავრეკე რომ ფული ბარათზე გადმოერიცხათ .. უკვე მოსაღამოვდა .. მე ნელ–ნელა მომზადება დავიწყე .. ჩავიცვი .. ამ დროს სემმაც დამიძახა .. მე მისაღებ ოთახში გავედი სემი : ქუინ უკვე წასვლის დროაა .. ქუინი : კარგი მე მზად ვარ .. ბარგი ოთახშია და გამოიტანე სემი : კარგი მე და სემი მანქანაში ჩავჯექით და აეროპორტისკენ წავედით .. აეროპორტამდე მისვლას დაახლოების 40 წუთი მაინც უნდოდა .. მე კარგად მოვკალათდი და დაძინება გადავწყვიტე .. დრო თითქოს 2 წამში გავიდა .. სემმა გამაღვიძა .. ჩვენ უკვე აეროპორტში ვიყავით ... რეგისტრაცია გავიარეთ და თვითმფრინავში ჩავჯექით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შეაფასეთ როგორი იყო .. მე პირადად არ მომწონს