რაღაც ნაცნობი სახეები გამოჩნდა .. მე გაშტერებული ვიყურებდი .. ვერაფრით ამომეცნო ვინ იყო .. უცად გული შემეკუმშა .. სუნთქვა შემიჩერდა .. თავლთ დამიბნელდა .. ვეღარ ვაზროვნებდი ... უცებ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა .. ხმის ამოღება ვერ მოვასწარი, რომ უცბად ატრაქციონი დაიძრა .. ამაზე სულ შემეშინდა .. სემი : ქუინ ხო ყველაფერი კარგადაა რა გჭირს ? ქუინი : არა ყველაფერი კარგადაა უბრალოდ უსიამოვნო ვინმე დავინახე .. სულ ესაა სემი: კარგი .. ეხლა მოემზადე უნდა სიჩქარით დავეშვათ .. ქუინი : რა ? უკვე ? სემი : აჰა .. ვაიმე როგორ შემეშნდა .. სუნთქვა შევაჩერე თვალები დავხუჭე და .. და აი მივფრინავთ .,. მე კი ბოლო ხმაზე ვყვირივარ . ყველა ყვირის . ხმები არეული იყო .. ყველაფერი ხმაურმა მოიცვა .. ბოლოში ჩავედით .. ისევ ყველა გაჩუმდა .. ქუინი : აააჰჰ .. რა მაგარი იყო .. სემი : კერ სად ხარ ეხლა ამოვბრუნდებით. ქუინი: რა ? ეგ უკვე მეტისმეტია >> სემი : 1 .. 2 .. 3 ....................... წამებში ამოვბრუნდით .. როგორ შემეშინდა .. სამყარო უკუღმა მოექცა .. ყველაფერი გაჩერდა .. მხოლოდ ჩვენ ვბრუნავდით .. რამდენჯერმე გააკეთა ასე .. გადმობრუნდა .. შემდეგ კი ისევ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა .. მე კმაყოფილებისაგან გამეცინა სემი : რადგან იცინი ესეიგი მოგეწონა.. ქუინი : აჰა . მომეწონა, მაგრამ თავიდან გულლი კინაღამ გამისკდა .. სემი : პირველად მეც ეგრე ვიყავი .. ქუინი : არ ჩავიდეთ ? სემი : უი ხო ხო .. სულ დამავიწყდა მე და სემი ატრაქციონიდან ჩამოვედით .. მე ეტლში ჩავჯექი .. გზა ისევ განვაგრძეთ .. ძალიან ვიმხიარულეთ .. ბევრ რამეზე ვიჯექით .. შემდეგ ნაყინებიც მივირთვით .. ბევრი სურათებიც გადავიღეთ .. უფრო სწორად სემი მიღებდა მე წამდაუწუმ .. ბოლოს ორივეს მოგვშივდა და ჭამა გადავწყვიტეთ .. იქვე კაფეში შევედით .. სემი : რას შეჭამ ? ქუინი : ჰმმ .. მოდი შენ შეუკვეთე რამე .. შენს გემოვნებას ვენდობი სემი : კარგი .. ესეიგი ჩვენ შევუკვეთავთ ორ წვენს .. კიდევ პიცა დიდი .. კარტოფილი ფრიი .. და ცოტა ხანში ნაყინიც მოგვართვით.. ქუინი : ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევჭამოთ ? სემი : შენი არ ვიცი მაგრამ მე ისე მშია რომ რამე თუ დარჩა კარგი იქნება ქუინი : რა ცხელა .. ჰაერი ვაფშე არ არის .. სემი: სიყვარულით შეპყრობილ ადამიანს შეუძლია ჰაერის გარეშე გაძლოს .. ქუინი :ამმ .. და ეგ რა შუაში იყო ? სემი : არა უბრალოდ ისე ვთქვი .. განა არ მეთანხმები ? ქუინი : კი .. ამ დროს შეკვეთა მოგვიტანეს .. მე თავაუღებლად ვჭამდი ... სემისთვის არც კი შემიხედიაა .. სიჩუმე ისევ მან დაარღვია სემი : შეყვარებული ოდესმე ყოფილხარ ? ქუინი : ვერ გავიგე ? სემი : ოდესმე შეგყვარებია ოდესმე თავდავიწყებულად .. ისე რომ სიცოცხლეზე მეტად გერჩივნოს .. ხომ მიხვდი ? ქუინი : იცი სიყვარული პეპელასავითაა. როდესაც მას დასაჭერად მისდევ, ვერ დაიჭერ, ხოლო როცა შეეშვები მის დევნას, პეპელა თვითონ მოვა და დაგაფრინდება. სემი : მართალიაა .. აბსოლუტურად მართალი .. ქუინი: მე ყველაფერს მართალს ვამბობ . სემი : აბა რა შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ .. და ყველაზე ლამაზი ქუინი : მოდი ჯობია მე წავიდე .. ჩემ მძღოლს დავურეკავ .. ამ დროს სემმა ხელი ხელზე დამადო .. სემი : ქუინ გთხოვ დარჩი .. ქუინი : იცი .. სემი : რაღაც მინდა რომ გითხრა .. ქუინი : იცი უნდა წავიდე .. სემი: გთხოვ მომისმინე ქუინი : კარგი . სემი : სულ რაღაც ორი დღეა გაგიცანი .. მაგრამ ჩემს გულში შემოიჭრი და ისეთი ღრმა კვალი დატოვე რომ ის არასოდეს წაიშლება .. შენ ხარ ერთადერთი .. ულამაზესი .. უსაყვარლესი .. უჭკვიანესი .. ჩემი ქალღმერთი .. შენს გარეშე ჩემი სიცოცხლე არ წარმომიდგენია .. ვერ ხვდები ადრე როგორ ვცხოვრობდი ან როგორ ვარსებობდი .. რატომ ჰქონდა ცხოვრებას ჩემთვის აზრი .. მაგრამ როდესაც შენ დაგინახე ყველაფერი შეიცვალა .. მაშინვე ყველაფერი ვარდისფრად შეიღება .. ცხოვრება გახალისდა .. მე ჩემი თავი შენში ვიპოვე .. შენ ჩემი გულის მუსიკას ავსებ .. ყველასგან გამორჩეული ხარ .. მოკლეთ მიყვარხარ .. !! ქუინი : იცი ეს ყველაფერი ძალიან გულისამაჩუყებელი იყო .. მაგრამ არ მინდა რომ ცხოვრება დაგიმახინჯო .. ვინც ჩემს გვერდით დგას ყველას დასცინიან .. არ მინდა რომ შენც იგივე განიცადო .. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ მაგრამ ჩემზე უკეთესს იმსახურებ .. ამიტომ .. სემი: მე არ მაინტერესებს რას იტყვის სხვა .. ჩემთვის მთავარია ჩვენ ვიყოთ ბედნიერები და გვიყვარდეს ერთმანეთი .. ვინ იმას იტყვის რაც შენ თქვი ახლა ის სულით დაბალი , უგუნური და ბრმა იქნება .. როგორ ვერ შეიძლება დაინახო ასეთი სილამაზე .. ასეთი კეთილი გული .. რა მნიშვნელობა მხოლოდ ბორბლებს აქვს ? არა ... მთავარი ის ადამიანი რომელიც შენს გვერდით არის .. მისი წრფელი გული , რომელიც შენ ნამდვილად გაქვს .. ამაზე ნუღარ ფიქრობ და მიენდე შენს გულის კარნახს .. იფიქრე სიყვარულზე .. დიდ სიყვარულზე .. ქუინი : იცი .. ვერც მე დავმალავ .. მომწონხარ .. მაგრამ იმდენად არა რომ ცხოვრება გაგინადგურო სემი : კიდევ ერთხელა გაიმეორებ მაგას და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ ქუინი : კარგი რა .. სემი : მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ .. ვიცი ეხლა გადაწყვეტილების მიღება შენთვის ძალიან ძნელია ამიტომ ეხლა წაგიყვან სახლში , შენ მოიფიქრე და ხვალ დაწყნარებულად ვილაპრაკოთ .. კარგი .. ? .. შევთანხმდით ? ქუინი : კარგი .. შევთანხმდით .. სემი : ანგარიში თუ შეიძლება .. –თქვენზე 50 ლარია .. სემი: აი ინებეთ –კიდევ გვეწვიეთ მე და სემი კაფედან გამოვედით .. ქუინი: სემ მოდი მე ჩემს მძღოლს დავურეკავ და ის წამიყვანს .. ასე მირჩევნია.. სემი : კარგი .. მესმის შენი .. ქუინი : შენ წადი და ჩემი მძღოლიც მოვა .. სემი : დარწმუნებული ხარ ? ქუინი : კი კი .. სემი : კარგი მაშინ მე წავალ . ქუინი : კარგი .. ხვალამდე სემი : ხვალამდე მე ერთ ადგილზე ვიყავი .. ამ დროს უკნიდან ვიღაცამ ხელი დამადო და შემოვატრიალე ეტლი ქუინი : შენ ? ნაია : ხო .. ქუინი : თუ დაცინვას აპირებ მალე თქვი რა .. იცი ძალიან ავსებულივარ ასეთი რაღაცეებით ნაია : ჰაჰ როგორ ალაპარაკებულხარ .. ქუინი : იცი ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა რომ მთავარი ის კი არ არის შეგიძლია თუ არა სიარული არამედ შენი გული .. შენ კიდევ გული თუ გაგაჩნია არც კი ვიცი .. სიყვარული უნარი არ გაგაჩნია .. რამდენი ბიჭი გამოიცვალე მაგრამ რომელიმე გყვარებია ? არა რა თქმა უნდა .. მხოლოდ ანგარება გამოძრავებდა .. იმიტომ რომ შენ სიყვარული არ იცი რა არის .. და შენ კიდევ სხვას დასცინიხარ .. იცი ძალიან ბევრი ვიტირე და ძალიან ბევრჯერ გული მეტკინა შენს გამო და მეტ ამას აღარ ვაპირებ .. შენს გამო ერთ ცრემლსაც კი არ დავღვრი .. რამდენი გინდა იმდენი დამცინე ჩემთვის ეს უკვე აღარაფერია .. ნაიას ხმა ჩაუარდა .. ვერაფერი თქვა .. მხოლოდ გაშტერებული მიყურებდა .. ეტყობოდა რომ ამ ყველაფერს არ ელოდა .. გულზე სიამოვნების შეგრძნება მომედო .. თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მომხსნეს .. ამ დროს მძღოლიც მოვიდა .. მან მანქანაში ჩამსვა და მანქანა დაქოქა.. ნაია გაშტერებული , გაოგნებული , გაბრაზებული და ბოღმით სავსე იდგა .. თავში ბევრი რაამ ტრიალებდა .. სემი , ნაია .. მოკლედ ყველაფერი ერთად .. როგორც კი სახლში მივედი დავიძინე .. დასვენება მჭირდებოდა დილით ადრე ავდექი ჩავიცვი და სკოლისკენ გავემართე .. მანქანიდან გადმოვედი და .. მგონი საყვარელი თავი იყო ... იმედია მოგეწონებათ ..