ნინა დობრევი დაიბადა 1989 წლის 9 იანვარს ბულგარეთია ქალაქ სოფიაში. ორი წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. ცხოვრობდა ტორონტოში, ონტარიო. პატარაობაშივე გამოიჩნა დიდი ენთუზიაზმი და ნიჭი ხელოვნების მიმართ : ცეკვა, გიმნასტიკა, თეატრი, მუსიკა, სახვითი ხელოვნება. ნინას უყვარს მოგზაურობა და ბევრჯერ ყოფილა ევროპაში, რადგან ის წარმოადგენდა კანადას მხატვრულ გიმნასტიკის შეჯიბრებებზე. მას უყვარს ფეხბურთი, ვოლეიბოლი, სნოუბორდი, ცურვა და ცხენზე ჯირითი. კარიერა ფოტომოდელად მუშაობამ ნინა კომერციულ რადიოგადაცემებამდე, მოგვიანებით კი კინო სინჯებამდე მიიყვანა. მალევე მან მიიღო როლი მხატვრულ ფილმებში : "წარმავალი ნაწილები ( Fugitive Pieces) " , "შორს მისგან", " ზედმეტად ახალგაზრდები ქორწინებისთვის" და პოპულარულ სერიალში "დეგრასი: შემდეგი მოდგმა. " 2009 წელს ნინამ შეასრულა > როლი , ეროტიკულ თრილერში > . 2009 წლიდან ნინა მონაწილეობს სერიალში > , სადაც თამაშობს ორ მთავარ როლს > და >. პირადი ცხოვრება
2007 წელს ნინა ხვდებოდა მსახიობ დენიელ კლარკს.
2009 წლის 22 აგვისტოს ნინა დაიჭირეს კაილა უელთან, სარა კენნინგთან, კენდის აკოლასთან და ტაილერ შილდსონთან ერთად ჯორჯიის შტატში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. თუმცა, ისინი მალევე გამოუშვეს.
ფილმოგრაფია
2006 – გენეტიკური ოპერა – Repo! The Genetic Opera –როლი( მოზარდი/ მოკლემეტრაჟიანი )
2006 – სათამაშო სახლი – Playing House – როლი ( პატარა ფრენი)
2006 – შორს მისგან – Away from Her – როლი ( მონიკა)
2007 – როგორ მოძრაობს – How She Move – როლი ( მაღალი გოგონა აბაზანაში)
2007 – სიყვარული ფრონტის ხაზზე – The Poet – როლი ( რეიჩელი)
2007 – ზედმეტად ახალგაზრდები ქორწინებისთვის – Too Young to Marry– როლი ( ჯესიკა კარპენტერი)
2007 – წარმავალი ნაწილები – Fugitive Pieces – როლი (ბელა)
2007 – ჩემი ქალიშვილის საიდუმლო – My Daughter's Secret– როლი ( ჯასტინი)