კატეგორიები
♥ნიუსები ♥ [2491]
♥ფოტოები♥ [1380]
♥მუსიკა♥ [19]
♥ვიდეოები♥ [137]
♥ ავატარები♥ [29]
♥ კონკურსი♥ [76]
♥სხვა♥ [328]
♥Glamor♥ [197]
♥ Teen-Stars Book ♥ [273]
♥ თხოვნები ♥ [1]
♥Smiles♥ [6]

საათი

Game

PoLl
ხმა მიეცით თქვენს რჩეულს
სულ პასუხი: 419

Top 7

null Overgron
null1666
null1351
null1000


null ♥Miss♥Busa♥
null1539
null2822
null23


null ♥BasTi♥
null1015
null2790
null10


null ♥Basa♥
null800
null2030
null10


null MaR_Selly
null498
null771
null10


null Smiler
null187
null690
null1


null DeMi-LoVeR
null99
null38
null0


კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » New Story
5:41 PM
New Story

ზამთრის თვე იდგა. ფანჯრიდან ცივი ქარის და ხეების ფოთლების ხმა ისმოდა. მალე ზამთრის არდადეგები დაიწყებოდა. რასაც ყოველი მოზარდი მოუთმენლად ელოდა, გარდა ერთისა ეს მე ვიყავი. არასოდეს მიყვარდა არდადეგები, რადგაბ ვიცოდი რომ ყოველი არდადეგების გატარება მარტოსა მომიწევდა. თუ ჩემს ძმასა და მშობლებს არ ჩავთვლიდით. დედ-მამა სულ მუშაობდა, ძმა კი სულ დაკავებული იყო. გაგიკვირდებათ და მუსიკით. საერთოდ მუსიკა მეც მიყვარდა. ორი სიმღერა მქონდა დაწერილი, მაგრამ ისინი ჩემი ძმისას ვერ შეედრებოდა. ჩემ ძმას მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა. რასაც დაწერდა არავის ასმენინებდა, ჩემს გარდა რადგან მისი ოთახი ჩემდ გვერდით იყო და უნებურად მიწევდა მომესმინა. მყავდა მხოლოდ ერთადერთი დაქალი სახელად ლიკა. ერთადერთი იმიტომ რომ კლასში მტრები მყავდა და მათი გადამკიდე ჩემთან ვერევინ მეგობრობდა დამცირების შიშით.
გავიღვიძე თუ არა ჯინსის შარვალი და იასამნისფერი ზედა ჩავიცვი. ჩანთა ჩავალაგე და ლიკას მაილი გავუგზავნე რომ მალე მოსულიყო რადგან მზად ვიყავი.
ლიკა ჩემი საუკეთესო დაქალი იყო. მის მეტი მეგობრები არავინ მყავდა კლასში რადგან სკოლაში ე.წ „მტრები" მყავდა. მათი შიშით, რონ არავინ დაემცირებინათ, ახლოს არავინ მეკარებოდა. მე და ლიკა კი პირველი კლასიდან ერთად ვართ. მახსოვს როგორ არ უნდოდა პირველ დღეს დედამისს მარტო არ დაეტოვებინა სკოლაში. სულ ეხვეწებოდა „დარჩი გთხოვ არ წახვიდეო", დედამისმა კი უპასუხა „მიდი იმ გოგოსთან და გამოელაპარაკე, დამეგობრდით და ჩემ აქ არყოფნას ვერც იგრძნობო" ისიც ჩემთან მოვიდა და მის მერე საუკეთესო დაქალები ვართ. რადგან ის მყავდა თავს იმიტაც არ ვიწუხებდი რომ სხვებს არ ვუყვარდი.
კარებზე კაკუნი გაისმა შემდეგ კი გაიღო. ოთახში დათომ შემოყო თავი.
- ¬ლიკა მოვიდა ლიზი გელოდება. ისე ცქმუტავს ეტყობა ეჩქარება.
- შეგიძლი ჩახვიდე და უთხრა ცოტა ხნით ზემოთ ამოვიდეს._ვუპასუხე მე ვითომ მისი ლაპარაკი არ გამიგონია.
- მე შენი მოსამსახურე კი არ ვარ ჩადი და შენ თვითონ უთხარი._ მითხრა უკმაყოფილომ და კარი გაიხურა. მეც რაღა უნდა მექნა ავდექი და ქვემოთ ჩავედი. ჩვენ ორ სართულიანი სახლი გვქონდა. სამი საძინებლითა და ერთი აბაზანით. კიბეები ჩავირბინე და ლიკას შევხედე. როგორც დათომ თქვა მართლაც ცქმუტავდა ამიტომ პირდაპირ ვკითხე.
- ლიკა ცოტა ხნით ზევით ამოდი. მაინც არ გვაგვიანდება ჯერ ადრეა სკოლაში წასვლა._ვთქვი და ზემოთ წასვლა დავაპირე მაგრამ ლიკა სგაბრაზებულმა ხამამ გამაჩერა.
- არ მითხრა რომ ამჯერრადაც დაგავიწყდა. ლიკა რაზე პიქრობ?._ მკიტხა უცებ.მაგარმ მალევე გააგრძელა_არ მითხრა რომ პროექტის გაკეთება ისევ დაგავიწყდა გეოგრაფიაში._ მითხრა უკმაყოფილოდ.
_ უიიი... პროექტიი... არ გამახსენდა... რა მეშველება...?_ ბლუკუნით ძლივს ამოვილუღლუღე.
_ ხო კარგი ამ ერთხელაც ჩაგსვამ ჩემს პროექტში ოღონდ ერთი პირიბით. ეს ბოლო იქნება. იცი? უკვე ძალიან გაზარმაცდი._ მითხრა ისევ უკმაყოფილოდ მაგრამ შევატყვე ოდნავი ღიმილი მაინც ქონდა სახეზე.
_ ვაიმე... დიდი მადლობა... გპირდები ეს ბოლო იქნება..._ ვუთხარი მე და ჩანთის ჩამოსატანად წავედი. სწრაფადვე ჩამოვედი, საფულე ისე ავიღე შიგ არ ჩამიხედავს და ლიკას დავუძახე.
_ წავედით. _მერე დათოს ავძახე იგივე და ამ ჯერად მართლა წავედით. გარეთ გავედით და დილის ცივი ქარი სახეში შემხვდა და სწრაფადვე ჩავისუნთქე. აშკარად მესიამოვნა სუფთა ჰაერი. მე და ლიკა ჩუმად მივუყვებოდით სკოლის გზას რომელიც არც ისე შორს იყო და ვტკბებოდით იმ ლამაზი დილით რომელსაც იმ წუთას ვუყურებდით. ორივეს გვსიამოვნებდა სიჩუმე ამიტომ მას არ ვარღვევდით. მაგრამ ამ სიჩუმემ არც ისე დიდი ხანი გაძლო. გავიგონე როგორ გამოუხვია მოსახვევიდან შავმა BMWმ და ორივე იქეთ შეგვატრიალა. მივხვდი ეს ნიკას ახალი მანქანა იყო რომელშიც აუცილებლად იქნებოდა ჩემი ე.წ "მტერი" ენი. მის გვერდით კი მისი შეყვარებული ლაშა. არ ვიცი ენი რას მერჩოდა მესამე კლასიდან მაგრამ ვიცი ერთი რომ ის ერთი შურიანი ბავშვი იყო რომელზეც ყურადღება არ უნდა მიმექცია. ლიკამ ჩემსკენ გამოიხედა და მკითხა:
_ კარგად გამოვიყურები?
_ კი _ სწრაფადვე ვუოასუხე ამ უცნაურ კითხვას მაგარმ არ დავკვირვებივარ ეს რატომ მკითხა. მანქანა მოგვიახლოვდა და გაჩერდა. შავი მინები უკან და წინ ჩამოიწია და დავინახე საჭესთან მჯდომი ნიკა და უკან სავარძელზე მისი და ენი, რომლის გვერდით ლაშა იჯდა. ლაშა მიღიმოდა მაგრამ ჯერ არაფელს ამბობდა.
_ გამარჯობათ. ლიკა როგორ ხარ? რა ლამაზად გამოიყურები._ თქვა საჭესთან მჯდომმა ნიკამ. ამაზე ლიკას სახე გაუბრწყინდა და სწრაპად უპასუხა.
-მადლობა.
- გინდათ დაჯეგით წაგიყვანთ- თქვა ისევ ნიკამ, მერე უკან გადაიხედა ლაშას რაღაც ანიშნა და საჭეს მიუბრუნდა. ამჯერად ლაშამ ამოიღო ხმა.
- ლიზი როგორ ხარ?
- კარგად ლაშა შენ?
- მეც კარგად გინდა დაჯექით და წაგიყვანთ სკოლაში.- მე დიდად არ მინდოდა მანქანაში ჩაჯდომა. თან ენის გამომეტყველება არ მომეწონა ამის თქმის შემდეგ და ლიკას გავხედე. ლიკას ისეთი სახე ჰქონდა გამიკვირდა. თვალი გავაყოლე ვის მისშტერებოდა და ნიკას შევეჩეხე ნიკაც მას უყურებდა და მივხვდი რატომ მკითხა ლიკამ „როგორ გამოვიყურებიო".
- მგონი ჩვენ გვეჩქარებოდა ნიკა. ლიკა მოდი დაჯექი შენთვის ადგილი გავქ და ლიზისტვის არა. იმედია არ ეწყინება აქ რომ დავტოებთ._ თქვა ირონიულად ენიმ.
- იცი მე თვითონ არ მინდა მანდ დაჯდომა რადგან მეშინია უკანა სავარძელზე მჯდომმა გესლიანმა გველმა არ მიკბინოს._ ვთქვი და გავტრიალდი სკოლისკენ მიმავალი გზისკენ, მაგრამ ლიკამ გამაჩერა და მკითხა:
- ხომ არ გეწყინება რომ ჩავჯდე? ძალიან მინდა... იცი? ნიკა მომწონს და...
- ჩაჯექი არ მეწყინება... მესმის შენი.- ვუტხარი მე. ლიკა გატრიალდა და მანქანის კარი გამოაღო ხელი დამიქნია და ჩაჯდა. ვიცოდი რამდენადაც ლიკა ნიკას დაუახლოვდებოდა იმდენად მე დამშორდებოდა მაგრამ რა უნდა მექნა? უძლური ვიყავი სიყვარულის წინაშე. ვხვდებოდი იმასაც რომ ნიკა და ლიკა მალე კარგი შეყვარებულები იქნებოდნენ. მე კი ამას წინ ვერ აღვუდგებოდი.
მე გავტრიალდი და გზა გავაგრძელე, ნაღვლიანმა. მაგრამ ისევ მანქანის ხმა გავიგონე და მივტრიალდი. მანქანიდან ლაშა გადმოვიდა. კარი მაგრა მიაჯახუნა, უკმაყოფილოდ რაღაც ჩაიბურტყუნა და გაჩერდა. გავიგონე ენიმ როგორ დაუძახა:
-იცოდე თუ მასთან წახვალ აქ აღარასოდეს ჩაჯდები
- არც მინდა წადით- თქვა გაბრაზებულმა და ჩემსკენ წამოვიდა. მანქანა დაიძრა და თვალს მოეფარა. მე და ლაშა გაშტერებულები ვიდექით. არცერთი ხმას არ ვიღებდით, მაგრამ ბოლოს ლაშამ დაარღვია სიჩუმე.
- დიდხანს აპირებ მანდ დგომას?
- არა.- ვუპასუხე მე და გზა გავაგრძელე. ლაშა ჩამომრჩა მაგრამ მალევე დამეწია.
-მერე გზაში მოლაპარაკე არ გჭირდება?- მკითხა უცებ.
- თუ ჩემთან ერთად გინდა წამოსვლა წამოდი არ გიშლი.
-კარგი- მითხრა და გვერდით გამომყვა.
- ენისთან რა მოხდა იჩხუბეთ.- ვკითხე მე.
ხო. არაუსავს გაუვლის.- თქვა და ჰგაკვირვებული მივაშტერდი. რამდენადაც ვიცოდი ენის ლაშა უყვარდა ლაშას კი მე. მაგრამ მე არ მიყვარდა. ამიტომ აუცილებელი კთხვა დავუსვი.
-გაუვლის? შენ რა გაუფრინე? ხო იცი რო ენის უყვარხარ?
- ვიცი მერე მე რა უნდა ვქნა?
- რა უნდა ქნა? რა კითხვებს მისვამ?
ძალიან კარგა კითხვებს გისვამ... ხო რა უნდა ვქნა?
-ცოტა ყურედღება მიაქციე ცოდოა.
- შენ რა მაგაზე ღელავ?- მკითხა უცებ და გაკვირვებით მომაშტერდა.
- ნერვიულობით არა მაგრამ ენისგან განსხვავებით ადამიანობა გამაჩნია.
- იცი რა? თავიდან მეგონა ენი მიყვარდა მაგრამ მერე მივხვდი რომ სულ სხვა მყვარებია. თავს ვერ ვაიძულებ ის გადავიყვარო ვინც ნამდვილად გულრწრფელად მიყვარს.- ამაზე ჩავფიქრდი. არ ვიცოდი რა მეთქვა. ხმის ამოღების სურვილი დავკარგე და ორივე ჩუმად მივუყვებოდით სკოლის გზას. სკოლამდე კი სულ რაღაც 3 სახლი რჩებოდა. ერთი სული მქონდა როდის დავშორდებოდი ლაშას და ლიკას ვნახავდი.
ბოლოს ლაშამ დაარღვია სიჩუმე.
-ლიზი რაგაც მინდა გკითხო შეიძლება?
-კი მკითხე.
-მმ... ამჟამად გიყვარს ვინმე?- ცოტა დავიბენი მის შეკითხვაზე მაგრამ მალევე გავეცი პასუხი.
- არა.-ლაშაც დაიბნა ეტყობა სხვა პასუხს ელოდა. დაბნეულობა რომ ვერ შემემჩნია კიდევ დამისვა კითხვა.
- და გყვარებია ოდესმე?
-არა.- ლაშა გაჩუმდა. მის კითხვებზე პასუხები მიიღო და არარეფერს ამბობდა, არც მე.
ბოლოს როგორც იქნა მივედით ჩასახვევამდე და მეც ამოვისუნთქე. როგორც იქნა დავშორდებოდი ლაშას და კლასში ავიდოდი.
სკოლას ჩასახვევი ჰქონდა სადაც მაღაზია იდგა. იქ ყველაპერი იყიდებოდა რაც მოსწავლეს სჭირდებოდა და როგორც ყოველთვის ახლაც დიდი რიგირ იყო მის წინ. ორი ბიჭი შევაჩნიე ჩვენს დანახვაზე როგორ წამოვიდნენ. ალბათ ლაშას ძამაკაცები იყვნენ და ყურადღება არ მიმიქცევია. როცა მოგვიახლოვდნენ შევამჩნიე როგორი ირონიით უყურებდნენ ლაშას. ვეღარ მოვითმინე და გავტრიალდი სკოლაში შესასვლელად, მაგარმ ერთ ერთმა შავგრემანმა ბიჭმა შემაჩერა.
-მოიცა გაწყენიეთ რამე?- მე გაკვირვებული შემოვტრიალდი და ლაშას შევხედე. ლაშამ თვალით მანიშნა წადი ტუ გინდაო მაგარმ ბიჭი ისე მიყურებდა გადავწყვიტე მეპასუხა მისთვის.
- არა, არ გიწყენინებიათ. თქვენ ხომ არც მიცნობთ.-ბიჭმა ჩაიცინა და ირონიულად დაამატა.
- ეს შენ არ გვიცნობ თორე დამერწმუნე შენ მთელი ლაშას საძმაკაცო გიცნობს...- თქვა და ჩაიცინა მაგრამ ჩაცინება ხანმოკლე იყო, რადგან ლაშამ ხელი გაჰკრა ბეჭზე და ისე ეტკინა დაიმანჩა კიდეც. მივხვდი რატომაც მითხრა ეს და ამიტომ აღარ მინდოდა აქ გაჩერება. სული მეხუთებოდა მათი დამწველი მზერისგან. ვერ გავძელი და ამჯერად ნაბიჯი გადავდგი. ამჯერად ლაშამ გამაჩერა. იდაყვზე მომკიდა ხელი და მისკენ შემატრიალა.
- გეწყინა?- ხელი გავითავისუფლე და ვუპასუხე.
- არა.
- აბა ზურგი რატო შეგვაქციე და წასვლა დააპირე?
-უბრალოდ კლასში მინდა ასვლა. გაკვეთილები მინდა გადავიმეორო და...
- კარგი ეგ თუა მაგის მიზეზი კი ბატონო. კლასში შეგხვდები.
- კარგი.- ვუთხარი და სკოლისკენ წავედი. დავინახე ენი სკოლის კედლებს მიყუდებული. მე მიყურებდა, სიძულვილით აღსავსე. თვალი მოვარიდე და ლიკასკენ წავედი რომელიც გოგოებში დამდგარიყო და იცინოდა. როგორც კი მე დამინახა ჩემკენ წამოვიდა და სიხარულით მახარი
- ძალიან ბედნიერი ვარ...
-რატო? რამე გითხრა?- ვუთხარი და მექანიკურად ნიკასკენ გავიხედე. ის ბიჩებში ჩამდგარიყო და ლიკას მიშტერებოდა.
- არა არაფელი უთქვამს გარდა იმისა რომ მოვწონვააარ...- თითქმის დაიყვირა ლიკამ სიხარულისგან
-გილოცავ.- ვუთხარი მე ნაღვლიანმა.
- რაიყო? რა მოხდა? მართლა გზაში რა მოხდა შენდა ლაშას შორის?
- არაფერი.- ამჯერედ ენისკენ გავიხედე.
- ხოოო ვიცი რასაც ფიქრობ. ჩასახვევთან ჩამოვიდა და ფეხით მოვიდა მის მერე ასეაა...-ამის თქმა იყო და ენი ჩვენკენ წამოვიდა. ლიკას ხელი ჩაავლო და წაიყვანა. არ ვიცი ლიკა რატო გაყვა. რატო არ დარჩა მაგარმ მივხვდი რომ ის ენიმ წაიყვანა ჩემგან შორს. მივხვდი ის დამშორდა. მე მარტო ვიყავი მაგრამ მცირე იმედი დამრჩენოდა... პროექტი...
გავტრიალდი და კლასში ავედი...
კატეგორია: ♥ Teen-Stars Book ♥ | ნანახია: 938 | დაამატა: Overgron | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
6 I-LOVE-DISNEY  
0
magara male gaagrdzeleee

5 ♥BasTi♥  
0
gaagrdzele

4 Smiler  
0
kargia momewona da gaagrdzelee

3 ForeverLovatic  
0
MaGariaa Gaagrdzele :X

2 ♥Miss♥Busa♥  
0
1152892xi7hm0ebb1 kaia

1 Nuciko  
0
gaaagrdzele dzalian magariaaa umagresiaaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Login In

ძებნა

Block title
რამდენჯერ შემოდიხართ საიტზე?
სულ პასუხი: 144

ხმის მიცემა
მიეცით ხმა რჩეულს ))
სულ პასუხი: 164

ჩანაწერების არქივი

Block title

მოდი ვითამაშოთ

სტატისტიკა



სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0

საათი: 1:30 AM 
თქვენი IP: 18.119.137.175
თარიღი: 2024-11-24 
ბრაუზერი:  
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024