როგორც ბავშვი მოდელი, ნაიას ხშირად იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. როდესაც იგი 4 წლის იყო, სწორედ მაშინ შედგა მისი სამსახიობო დებიუტი. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალ — „The Royal Family" 1991წელს.
1992 წლიდან იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა სერიალებში — „The Fresh Prince of Bel-Air", „Family Matters", „Live Shot", „Baywatch", „Smart Guy", „The Jersey", „House Blend", „Even Stevens" და „The Master of Disguise". 2002 წელს კი მან მონაწილეობა მიიღო ჯგუფ B2K -ს კლიპში, სიმღერაზე „Why I Love You". ამავე წელს მან ეპიზოდური როლი მიიღოსიტკომში – „The Bernie Mac Show". ამის შემდეგ ნაიამ ეპიზოდური როლი შეასრულა ტელესერიალებში — „8 Simple Rules" და „CSI: Miami"
კლუბი
2009 წელს, ნაიამ სერიალში — კლუბი, სანტანა ლოპეზის როლი მიიღო. პირველ სეზონში, ნაია უკანა ფლანგზეა გადაწეული, ამიტომაც ხშირი კრიტიკის მსხვერპლი ხდებოდა. მეორე სეზონიდან იგი უკვე სერიალის ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟად იქცა და მეხუთე ეპიზოდში — „The Rocky Horror Glee Show", ნაიამ, პირველი სოლო სიმღერა შეასრულა. ამავე სეზონში გაირკვა, რომ მისი პერსონაჟი სანტანა, ლესბოსელია და სასიყვარულო გრძნობები გააჩნია მის მეგობარ ბრიტანის მიმართ.
2010 წელს რივერამ 61 ადგილი დაიკავა ყველაზე სექსუალური ქალების სიაში, რომელიც ჟურნალმა „Maxim" გამოაქვეყნა. ხოლო 2011 წელს 49 პოზიციას დასჯერდა.
ფოტოები