სერიალ GLEE-ს ვარსკვლავი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი და მსახიობი
ლეა მიჩელი ამერიკული ჟურნალის ”PRESTIGE” -ის მარტის გამოცემის ყდას დაამშვენებს.
შავი, ლურჯი და მწავანე თვლებით გაწყობილი სექსუალური კაბა ვარსკვლავს დიდ ხიბლს
მატებს, ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე. საკმაოდ ლამაზ ფოტოსესიას გულახდილი
ინტერვიუ უდევს საფუძვლად. სამწუხაროდ ლეას სერიალ "GLEE”-ს” ახალ სეზონში ვერ
ვიხილავთ. მსახიობმა გადასაღები მოედანი სამუდამოდ დატოვა.
აღნიშნულმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო სერიალის ფანები და Twitter-ზე ტრენდიც კი გაჩნდა
: "GLEE WITHOUT LEA IS LIKE A YEAR WITHOUT RAIN" (კლუბი ლეას გარეშე იგივეა რაც წელი წვიმის გარეშე).
მოკლედ კლუბის ფანებს ისღა დარჩენიათ თვალი ადევნონ სერიალის უკანასკნელ სეზონს და
ნელ-ნელა გამოემშვიდობონ რეიჩელის შეუცვლელ გმირს!