კეიტი პერი წარმატებული სასიმღერო კარიერის შემდეგ ცდილობს კინოინდუსტრიაში მოსსინჯოს
ძალები. უფრო კონკრეტულად კი მომღერალი დოკუმენტურ ფილმს ამზადებს საკუთარი თავის შესახებ.
ფილმში შესული იქნება ტურნეების დროს გადაღებული და კადრს მიღმა დარჩენილი მომენტები.
თავად კეიტი კი მოგვიყვება თუ როგორ მოხვდა საეკლესიო გუნდის მომღერალი დიდ სცენაზე.
ფილმის სახელწოდება მისი ბოლო სინგლის ანალოგი იქნება და "Part Of Me" გახლავთ.
უნდა აღინიშნოს რომ პერიმ ფეხი აუწყო კინოინდუსტრიის თანამედროვე ტექნოლოგიებს და
ფილმი 3D-ში იქნება გადაღებული.
დოკუმენტური ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც შეეხება მის პრემიერას, იგი
5 ივლისს არის დაგეგმილი.