მსახიობ კირა ნაიტლიმ აღიარა, რომ თავს მიმზიდველად არ მიიჩნევს. "არასდროს ვთვლიდი, რომ გლამურული ვარ. შევეგუე იმ ფაქტს, რომ ცუდი კანი მაქვს", - განაცხადა მსახიობმა showbizspy-თან საუბარში.
მსახიობი ცდილობს მუდამ ფორმაში იყოს, რადგან ამას პოპულარობა მოითხოვს.
"როცა შენს სახეს ყიდი, ნებისმიერი ხარვეზის მიმართ ყურადღებიანი ხდები. ეს ბუნებრივია, რადგანაც ხალხი ყველაფერს ამჩნევს. შესაძლოა, ამ ხარვეზზე ძალიან უხეშადაც კი გაგამახვილებინონ ყურადღება. განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარვეზებს ეკრანზე ხედავ", - განაცხადა მსახიობმა.
კირამ აღიარა, რომ საცურაო კოსტუმში თავს კომფორტულად არ გრძნობს.
"რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად სანაპიროზე ვისვენებდი. ისინი მშვენივრად ირუჯებოდნენ, მე კი ჯინსითა და ტოპით ვიჯექი", - განაცხადა მსახიობმა.