რა მსხვერპლის გაღება მოუწია სელენას ბიბერის გამო ?
ჯასტინ ბიბერისა და სელენა გომესის ურთიერთობა ბევრს სარეკლამო ილეთი ჰგონია.
თუმცა, ახალგაზრდები ამას ყურადღებას არ აქცევენ. ერთხელ სელენამ აღიარა,
რომ ბიბერთან შესახვედრად სამხრეთ ამერიკაში არაპირდაპირი რეისით მოუწია ფრენა,
რასაც გოგონამ ორი დღე მოანდომა და თითქმის არ სძინებია. მას ვიზა არასწორად ჰქონდა გაფორმებული,
რამაც მგზავრობა მნიშვნელოვნად გაურთულა.
იმ დროისათვის ჯასტინი ბრაზილიაში კონცერტს მართავდა.
მომღერალი უზომოდ გააბედნიერა სელენას დანახვამ, რომელმაც შეძლო,
მშვიდობით მიეღწია დანიშნულების ადგილამდე. როგორც ჩანს, წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი
და სიყვარულის გამო დიდი მსხვერპლის გაღებაც შეუძლია.
ვაიმე ჩემი გოგო .. აი ამას ქვია სიყვარული !!
ყველასთვის მისაბაძი წყვილი ჯელენა .. !!