იან სომერჰალდერი – ცხოველების დამცველ „ვამპირის დღიურების" ვარსკვლავს საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია აქვს, მისი საქმიანობის მიზანია გარემოს დაცვა. გასულ თვეში, მსახიობს Genesis Award–ის პრემია მიანიჭეს. ამ პრიზით აჯილდოვებენ იმ გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც ცხოველებზე ზრუნავენ.
ამჯერად, იანი ზოოპარკის გახსნას გეგმავს, რომლსაც ხშირად ესტუმრებიან ბავშვები. მსახიობის აზრით, ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებზე დადებით გავლენას მოახდენს.
„ბავშვებს უნდა დავეხმაროთ ცხოველებთან საერთო ენის გამონახვაში, ეს უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანების შემთხვევაში. პატარებმა კონფლიქტების მოგვარება ჩხუბის გარეშე უნდა ისწავლონ." – ამბობს სომერჰალდერი ჟურნალ E! Online–თან ინტერვიუში.