დედაზე ტკბილი და საყვარელი, ხომ არც არსებობს,არც არსებულა. დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი, არც ითქმება და არც ადრე თქმულა. დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის სიცოცხლეს,სითბოს,სიხარულს,მზესაც და მის საშველად ცეცხლზეც,რომ დამწვან, სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა, კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს, მას ყველაფერი დაეჯერება მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
”სანამ დედა მყავს არ დავბერდები” ასე ამბობენ,ასე მღერიან, ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც, დედას სიკვდილი არ უწერია.
დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ, რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს. შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ, და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად. დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას, მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ, ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა, დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!"
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს. დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა, მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
|