ჩემი საკონკურსო თემა
”საყვარელი სთარი”
ამ თემას ვაჩუქებ :დ ასე რომ ვთქვათ ბლეიკ ლიველს.
ბლეიკ კრისტინა მისტერი (ინგლ. Blake Christina Lively; დ. 25 აგვისტო, 1987, ლოს–ანჯელესი,კალიფორნია,აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი.გოგონას ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერენა ვან დერ ვუდსენის როლმა სერიალ
„ჭორიკანაში".მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ჩაჭრილები", „მოგზაური შარვლების კავშირი", „პიპა ლის პირადი ცხოვრება", „ქურდების ქალაქი" და „მწვანე ლამპარი".
ბლეიკ ლაივლი დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს
ტარზანაში,კალიფორნიაში.მამა - მსახიობი ერნი ლაივლი, დედა - ნიჭიერების მოძიების მენეჯერი ელეინ ლაივლი. ბლეიკის ორი ძმა (ერიკი და ჯეისონი) და ორი და (ლორი და რობინი) ჰყავს, ყველანი მშობლების კვალს გაყვნენ და გასართობ ბიზნესში მოღვაწეობენ.ბლეიკი გაიზარდა,როგორც სამხრეთელი ბაპტისტი. ის ყველაზე პატარაა 5 და–ძმიდან.
ბლეიკმა სამსახიობო კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში,1998 წელს,როდესაც ითამაშა ფილმში „Sandman", რომელიც მისმა მამამ დააპროდიუსერა. ამის შემდეგ, ბლეიკი დაბრუნდა სასწავლად სკოლაში, მაგრამ 2004 წელს ისევ შეწყვიტა სწავლა ფილმის «მოგზაურ შარვლების კავშირში" გადასაღებად. ბრიჯიტის როლის კასტინგისთვის ბლეიკიმ გაუგზავნა თავისი სურათი ნებისმიერი მონაცემის გარეშე, პროდიუსერებმა იფიქრეს, რომ ეს ხუმრობა იყო , მაგრამ როდესაც იგი მოვიდა მოსმენებზე, განაჩენი კარგად ჩანდა - იგი იმდენად შესაფერისი იყო ამ როლისთვის რომ დიდი შემოწმებები არც გაუვლია. ფილმში ბრიჯიტ ვრილენდის – მისი გმირის მამას თამაშობს მისი ნამდვილი მამა.
ამ ფილმის შემდეგ,მან ასევე ითამაშა ფილმებში „სიმონი ამბობს", ჩაჭრილები", „ელვისი და ანაბელი", და ა.შ.ბლეიკისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა სერენა ვან დერ ვუდსენის როლი სატელევიზიო სერიალში „ჭორიკანა".
ბლეიკ ლიველი..ჰმ???აი ძალიან მაგარი ტანი აქვს ამ გოგოს მაგარი სტილი ულამაზესი მოდელი და უნიჭიერესი მსახიობია..ის ჩემი ფავორიტია..და ამ საიტზე მე მისი უდიდესი ფანი ვარ!!!!!!!
დაამოწმა და შეასწორა:ნინიმ
ანა იმდენი შეცდომა გქონდა შრიფთზე ლამის გავაფრინე...