საინტერესო ფაქტები Candice Swanepoel-ის შესახებ კენდისი პირველი სამხრეთ აფრიკელი მოდელია Victoria's secret-ში. საუბრობს აფრიკაანსულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. მისი მეტსახელია "Moosie", რომელიც პატარაობისას დედამ შეარქვა. ქენდისი გაიზარდა უზარმაზარ ფერმაში, რომელსაც თავის თავგადასავლების სამყაროს უწოდებს. ქენდისი ცხოვრობს ნიუ-იორკში. მას უყვარს ზღვა, შოპინგი, ცეკვა და მეგობრების წრეში ყოფნა მოდელის საყვარელი ბრენდებია: Chloe, D&G, Christian Loubouton(shoes), Marc Jacobs(hand bags) დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მას ძალიან უყვარს თავის ძაღლთან ლუნასთან ერთად ყოფნა მიუხედავად იმისა რომ ქენდისს აქვს მართვის მოწმობა, იგი ტაქსით ან ველოსიპედით მგზავრობას ამჯობინებს. მისი ჰობია: ბალეტი და ციგურაობა. მოდელის საყვარელი ფერია ღია ვარდისფერი. იგი ინტენსიურად დაკავებულია ბოქსით. არ აქვს არცერთი ტატუ. ქენდისს აქვს პირსინგი ყურზე. ის აღმოაჩინეს 15 წლის ასაკში სუპერ-მარკეტში შოპინგისას. 17 წლიდან ხვდება ჰერმან ნიკოლსს, რომელიც ასევე მოდელია.