კატეგორიები
♥ნიუსები ♥ [2491]
♥ფოტოები♥ [1380]
♥მუსიკა♥ [19]
♥ვიდეოები♥ [137]
♥ ავატარები♥ [29]
♥ კონკურსი♥ [76]
♥სხვა♥ [328]
♥Glamor♥ [197]
♥ Teen-Stars Book ♥ [273]
♥ თხოვნები ♥ [1]
♥Smiles♥ [6]

საათი

Game

PoLl
ხმა მიეცით თქვენს რჩეულს
სულ პასუხი: 419

Top 7

null Overgron
null1666
null1351
null1000


null ♥Miss♥Busa♥
null1539
null2822
null23


null ♥BasTi♥
null1015
null2790
null10


null ♥Basa♥
null800
null2030
null10


null MaR_Selly
null498
null771
null10


null Smiler
null187
null690
null1


null DeMi-LoVeR
null99
null38
null0


კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » Can't be tamed
5:37 PM
Can't be tamed
_ფული უკვე ავიღეთ. გოგონას დაბრუნება შენთვის და ჯოშისთვის მოგვინდვია. ჯოშთან მიდი და ვინმეს გამოვუშვებ, რომ ყველაფერი აგიხსნათ. დროებით რონი! 
_არ არის პრობლემა, სერ!_სიტყვის დასრულება ძვლივს მოვასწარი, რომ ტელეფონი გათიშა. თმები ავიწიე, ჩანთა ავიღე და კარი გავიხურე. მანქანაში ჩავჯექი და თავი ისე მშვიდად დავიჭირე, ვითომ გატაცებული ადამიანის დასაბრუნებლად კი არ მივდიოდი, არამედ ნაყინის საჭმელად. ისე მივეჩვიე ასეთ ცხოვრებას, რომ უკვე ოდნავადაც აღარ ვნერვიულობ. არ ვდარდობ იმაზე, რომ ადამიანებს ეშინიათ, როცა მე და ჩემს პარტნიორებს გვხედავენ. არც იმაზე, რომ სიძულვილით სავსე თვალებით გვიყურებენ და მხოლოდ იმაზე ნატრობენ, რომ ჩვენ და ჩვენნაირები მიწამ შთანთქოს. არ რომ ადამიანები სიმდიდრის გამო ისჯებიან. მართლა არ მაინტერესებ! გამიცანით, ეს მე ვარ_რონი! 
ასეთი ცხოვრების წესი მაქვს და ამაში ჩემს მშობლებს უნდა ვუმადლოდე. ადამიანებს, რომლებმაც დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, რათა ზედმეტი ტვირთი თავიდან აერიდებინათ. 15 წლის ვიყავი, როცა იქიდან გავიქეცი და წლები ქუჩაში გავატარე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერე იქ მოვხვდი, სადაც ახლა ვარ. სამი წელია, რაც კრიმინალურ სამყაროს დავუახლოვდი(ახლა 21 წლის ვარ) და მას შემდეგ უამრავი რამ ვისწავლე. პირველ რიგში ის, რომ არ უნდა შეიბრალო ის, ვისაც შენ არ ებრალები! სწორედ ამიტომაა, რომ წარბიც არ მიტოკდება, როცა იმის მოწმე ვარ, როგორ აშორებენ მშობლებს 15-16 წლის მოზარდებს და მანამდე არ უშვებენ, სანამ გამოსასყიდ თანხას არ მიიღებენ(ალბათ ხვდებით, რამხელა თანხებზეა საუბარი). მათ ბავშვობიდან ის ჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ, მე კი_არაფერი. დაე ამიერიდან პირიქით იყოს. ახლა მე მექნება ყველაფერი. თვეში იმდენს ვშოულობ, რომ რაც მომესურვება, არაფერი მაკლია. მათ შორის, არც თაყვანისმცემლები(რა თქმა უნდა, არავინ იცის, რას ვაკეთებ. ვინ მოინდომებს ასეთ ადამიანთან ურთიერთობას). 
მეგობრების კი რა გითხრათ. არის რამდენიმე ადამიანი ,,კომპანიაში’’(ასე ვეძახით), რომელსაც ვენდობი, მათ შორის ერთ-ერთი ჯოშია. 
მიუხედავად იმ სისასტიკისა, რასაც ტყვეების მიმართ იჩენს, ჩემს მიმართ საკმაოდ თავაზიანია(ეს ალბათ ძირითადად ჩემივე დამსახურებაა). მე და ჯოშს ჩვენი ხელმძღვანელი ყველაზე მეტად გვენდობა და ჩვენც ,,ვუმართლებთ იმედებს’’. ჯერ არც ერთი საქმე ცუდად არ დაგვიმთავრებია. ისე ვახერხებთ გატაცებულების დაბრუნებას, რომ ვერასოდეს ვერავინ იღებს ჩვენს კვალს. 
ახლა სწორედ ჯოშთან მივდივარ. კიდევ ერთი დამთავრებული საქმე უნდა ავღნიშნოთ, მაგრამ ჯერ მთავარი წინაა_გატაცებული უნდა დავაბრუნოთ. ის გარეუბანშია. ისეთ ადგილას, სადაც დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მიაგნებს. ასე რომ, მშვიდად ვარ. ისე არ მეშინია დაჭერის, როგორც ადრე. როცა ასე ვთქვათ ,,ახალბედა’’ ვიყავი. მახსოვს, პირველად ისე ვნერვიულობდი, რომ ყველფან პოლიცია მელანდებოდა. მერე კი ამის გამო ყველა დამცინოდა... 
დაახლოებით 40 წუთში სახლს მივუახლოვდი. ყოველი შემთხვევისთვის, ირგვლის ყველაფერი დავათვალიერე, იარაღი შევისწორე და შიგნით შევედი. მერე ერთი ოთახიდან ნიღაბი ავიღე და გავიკეთე იმ შემთხვევისთვის, რომ გოგონას თვალები ახვეული რომ არ ჰქონოდა და არ დავენახე და იქითკენ წავედი, საიდანაც ხმა ისმოდა. 
შესვლისთანავე დავინახე ჯოში, რომელსაც ჩანს, ნერვები უკვე ღალატობდა და იარაღს უმიზნებდა. 
ჩემს დანახვაზე ნელ-ნელა დაუშვა და მკითხა: 
_როგორც იქნა? ჯანდაბა, კინაღამ შემომაკვდა. 
ანაბელს გავხედე, რომელსაც ტირილისგან სახე ჩაწითლებული ჰქონდა და ახვეული პირით ისე ყვიროდა, ოპერის მომღერალს შეშურდებოდა. 
_ვუთხარი, რომ მალე დედას ნახავს. მე რა ვიცოდი, თუ დედა არ ჰყავდა_თავი იმართლა ჯოშმა. 
არ იყო სიცილის დრო, მაგრამ მაინც გამეცინა. 
_მალე მოვლენ და შეგვატყობინებენ, სად უნდა წავიყვანოთ. 
_მადლობა ღმერთს! ცოტა ხანს დარჩი, გარეთ გავალ, თორემ აღარ შემიძლია. 
_კარგი მიდი. როგორც კი ვინმე მოვა, შემატყობინე. რაც მალე მოვლენ, მით უკეთესი. 
_ოკეი. 
ჯოში გარეთ გავიდა, მე კი სკამზე ჩამოვჯექი და ანებელი გავაფრთხილე, რომ ხმა არ ამოეღო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდა გაწონასწორებული ვარ, მისი ტირილის მოსმენის თავი არც მე არ მქონდა... 

P.S. ეს ასე ვთქვათ, საცდელი თავი იყო. თუ მოგეწონებათ, გავაგრძელებ)))
კატეგორია: ♥ Teen-Stars Book ♥ | ნანახია: 668 | დაამატა: Smiler_Marri | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
5 Overgron  
0
gaaagrdzelee dzalian saintereso aris

4 MaR_Selly  
0
magariaaaa: *)) malee gaagrzdeleee

3 smiler5752  
0
sainteresoaa) gaagrdzele

2 ♥BasTi♥  
0
gaaaaaaaaaaaaaaagrdzeleeeeeeeeeeeeeeeeee sainteresoaaaaaaaaaaaaaa

1 ♥Miss♥Busa♥  
0
გააგძელეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Login In

ძებნა

Block title
რამდენჯერ შემოდიხართ საიტზე?
სულ პასუხი: 144

ხმის მიცემა
მიეცით ხმა რჩეულს ))
სულ პასუხი: 164

ჩანაწერების არქივი

Block title

მოდი ვითამაშოთ

სტატისტიკა



სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 11:00 PM 
თქვენი IP: 3.128.201.207
თარიღი: 2024-11-27 
ბრაუზერი:  
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024