ბლეიქ ლაივლი ჟურნალში ELLE. მარტი 2012
ბლეიქ ლაივლი ELLE–ს მარტის ნომრის გარეკანის გოგონა გახდა.
მსახიობმა თავისი პირადი ცხოვრების, ბავშვების, მამაკაცების და ჩაცმის სტილის შესახებ ისაუბრა.
მამაკაცების შესახებ: „მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ოთხი შეყვარებული მყავდა.
მე არასდროს ვყოფილვარ ვინმესთან, ვინც არ არის ჩემი ბოიფრენდი. თუ მე მამაკაცთან დროს ვატარებ, ის აუცილებლად ადამიანია, ვისაც კარგად ვიცნობ და გახდა ჩემი კარგი მეგობარი ".
იმის შესახებ, რომ მას არ ჰყავს სტილისტი: „როდესაც ღონისძიებისთვის ვემზადები, ქრისტიანს (ლუბუთინს) ჩემი სამოსის ფოტოს ვუგზავნი და ვეკითხები : როგორ ფიქრობ, რომელი ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა?".
ბავშვების შესახებ:
„ იმედი მაქვს ოდესღაც რამდენიმე გოგო მეყოლება. თუ გოგოები არა მაშინ უკეთესია ტრანსექსუალები იყვნენ,
რადგან მე რამდენიმე მშვენიერი ფეხსაცმელი და ჩანთა მაქვს და კიდევ ისტორიები, რომელიც ვინმემ უნდა შეაფასოს".
ჭორების შესახებ, რომ ის და რაიან რეინოლდსი მეხუთე ავენიუზე ბინას ეძებენ: „პრესა ბევრ ჭორს ავრცელებს, ასე არ არის? მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩემ თავს იმ ადგილების ნახევრის შეძენის უფლებას მაინც მივცემ, რასაც ჭორების მიხედვით ვარჩევ".