ჰოლივუდში მოდური ბავშვების ბუმია. ტუ მანამდე პაპარაცები ტომ კრუზის ქალიშვილ სურისა და დევიდ ბექჰ ემის გოგონას ჩაცმულობებს აფიქსირებენ, ახლა მათ რიცხვს ბიონსეს გოგონაც შეემატა. ბლიუ აივი ჯერ 2 თვისაა და უკვე ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ახალშობილად ითვლება. ცოტა ხნის წინ მომღერალმა ის ქუჩაში სასეირნოდ გაიყვანა და ახალშობილს 70 დოლარიანი ფეხსაცმელი ეცვა. ბიონსეს აქვს პრეტენზია, რომ მისი გოგონა ყველაზე მოდურ ბავშვი იყოს მთელ მსოფლიოში.
მე და აივი მზად ვართ, ამერიკის ყველაზე მოდური გოგონების ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძვით, განაცხადა მომღერალმა. სხვატა შორის, იგივე სიტყვები თქვა ერთი წლის წინ ვიქტორია ბექჰემმაც. შეგახსენებთ,რომ ბლიუ აივი 2012 წლის 7 იანვარს ნიუ იორკის კლინიკაში დაიბადა. ის ბიონსესა და ჯეი ზის პირველი შვილია. სამშობიარო აპარტამენტები ვარსკვლავურ წყვილს 1,3 მილიონი დოლარი დაუჯდა.