შემდეგი ავარდი იქნება: როგორ მაკიაჟს ანიჭებ მნიშვნელობას?: 1. მკვეთრს წითელი ან მკვეთრი ვარდისფერი ტუჩსაცხით
ბლომად ფერადი პუდრით
და მუქი თვალის წენით
2. ჩვეულებრივს (არც ძალიან მკვეთრს და არც ძალიან მუქს) ღია ვარდისფერი ან ყავისფერი ტუჩსაცხით ხორცისფერი პუდრით
და შედარებით ღია ფერის თვალის წენით
3. ძალიან მკრთალს ხორცისფერი ან უფერული ტუჩსაცხით ფერადი პუდრას გარეშე
და მკრთალი თითქმის შეუმჩნეველი თვალის წენით :)
ახლა კი საჩუქარი გოგონებს!!! რამოდენიმე ხრიკი მაკიაჟისთვის გაბედულად შეიძლება იმის მტკიცება, რომ შესაძლოა "მთელი ცხოვრება" იყენებდე დეკორატოულ კოსმეტიკას, მაგრამ ბოლომდე არ იცოდე მისი შესაძლებლობები.გთავაზობთ ცნობილი ვიზაჟისტების რჩევებს
პირველი რჩევა ეხება თვალის მაკიაჟს. თუ ხელთ არ გაქვთ მოცულობის მომცემი ტუში გამოიყენეთ ჩვეულებრივი ფხვიერი პუდრი. პუდრი მოიფრქვიეთ წამწამებზე, შემდეგ წაისვით ტუში,წამწამები უფრო ფუმფულა გამოჩნდება.
გამოხედვა უფრო გამჭოლი და მბრწყინავი რომ იყოს გამოიყენეთ თეთრი სადაფისფერი ჩრდილი რომელიც წაისვით თვალის შიდა კუთხეში ზედა და ქვედა ქუთუთოზე ასო v -ს ფორმით
დიდი ყურადღებით გაეცანით ტუჩსაცხის ფერთა გამის შესაბამისობას თქვენს სახის კანთან. ნუ იყიდით ტუჩსაცხს მეგობრის მაგალითზე! მაკიაჟმა დიდხანს რომ შეინარჩუნოს სახე, წაისვით ტონალური კრემი უშუალოდ გაწმენდილ კანზე წაისვით, შემდეგ კი პუდრი და გადაისვით რუჯი.
დაიხმარიეთ მაკიაჟის ბაზა, რომელსაც სუფთა სახის კანზე ტონალურის წასმამდე იყენებენ და სახის კანს ათანაბრებს და სხივამრეკლავი კრისტალებით კოსმეტიკური საშუალებები - ჰაილაითერები (highlighter) სახის გარკვეული უბნების გამოასკვეთად.
თუკი გიჭირთ სახეზე ტონალური საშუალებით თანაბრად გადანაწილება ისე, რომ არ მიიღოთ ნიღბის ეფექტი ტონალური კრემი სახეზე დაიტანეთ ოდნავ დანამული სპონჟის საშუალებით. ამგვარად ტონი სახეზე ბუნებრივად დალაგდება.
არ დაივიწყოთ მარტივი წესები: ტონალური კრემი თხელ ფენად გადაისვით მთელ სახეზე ქუთუთოების, შუბლისა და ყელის მესამედის ჩათვლით.
რუჯი დაიტანიეთ ფართო ფუნჯით და შუბლის, ლოყებისა და ნიკაპის მონაკვეთზე მოხაზეთ რიცხვი 3-იანი, ბოლოს კი ცხვირის წვეროს შეეხეთ ფუნჯით - ასე ბუნებრივად გარუჯულ იერს მიიღებთ
ზედა ტუჩი დაიხატეთ წარბის ხაზის პარალელურად და ამასთან ”დაიმეგობრეთ” ფანქარი წარბისთვის! რომელიც საშუალებას მოგცემთ წარბების ფორმას მოდელირება გაუკეთოთ. თვალის კონტურის გამოსაკვეთად კი სცადეთ ყავისფერი ტონალობის რბილი ფანქარი.
chveulebrivs miveci mara ise ar mainteresebs rogor ketdeba jerjerobit mainc :D :D me arcerts ar vxmarob da arc vapireb erti 5weli mainc :D meti tu ara :D