ყველაზე ცნობილმა ვარსკვლავმა მშობლებმა მაინც გადაწყვიტეს დაქორწინება. ამის შესახებ პრესას მათი მეგობრები გამოუტყდნენ. როგორც ჩანს, ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი საბოლოოდ დააკანონებს თავის ურთიერთობას და ამას უკვე ამ მიმდინარე წელს გააკეთებს. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც წყვილის ახლობლების სიტყვებზეა დაფუძნებული, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ამ გადაწყვეტლებამდე 36 წლის მსახიობის ორსულობის გამო მივიდნენ. ჯოლი ისევ ტყუპებს ელოდება. ჭორებს თუ დავუჯერებთ, ბიჭი-ტყუპების მშობლებს სურთ, რომ ბავშვები ოფიციალურ ოჯახში გაჩნდნენ. მათი დაბადება შემოდგომისთვის არის მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ წყვილს ქორწინებისკენ არა მხოლოდ მათმა თაყვანისმცემლებმა და პრესამ უბიძგეს, არამედ მათმა საკუთარმა შვილებმაც, რომლებიც პიტს და ჯოლის ექვსი ჰყავთ.
|