ეს ჭორები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ადამი და ანა Super Bowl წვეულებაზე მივიდნენ ცალ-ცალკე. პრესის სიტყვებით, ანამ ადამი მიატოვა და ადამი ამის გამო დეპრესიაშია. თუმცა 32 წლის ადამის თაყვანისმცემლებს ჯერ სასიხარულო მიზეზი არ გააჩნიათ, რადგან ადამის წარმომადგელები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ჭორებს. მათი სიტყვებით, სასიყვარულო რომანი არ დასრულებულა. გასულ წელს ჟურნალ "E!"სთან ინტერვიუში 25 წლის მოდელმა განაცხადა: "ის შესანიშნავი ბიჭია, სრულიად ნორმალური, ისე არ იქცევა როგორც როკ-ვარსკვლავი, ძალიან საყვარელი და სასაცილოა"