მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გრძელთმიანმა გოგონამ გადაწყვიტა თმა შეიჭრას. 12 წლის Natasha Moraes de Andrade-ს, თმა არასდროს შეუჭრია, როგორც გოგონას დედა აცხადებს ბოლო დროს გოგონას თმა ზოგადად გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ის ფერხდებოდა სკოლაში სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის დროს, მართალია თავად ნატაშას გული წყდება,თუმცა მისი მოჭრილი თმიდან ფინანსურ სარგებელს ელის მას თმაში 3,500 დოლარს გადაუხდიან ამ საზღაურით ნატაშა საკუთარი ოთახის გარემონტებას აპირებს. მისი თმის დაბანისთვის მას სჭირდება კვირაში 1 მთლიანი შამპუნი. ოჯახის შემოსავლიდან წელიწადში ნატაშას შამპუნისთვის 400 დოლარი სჭირდებოდა. ადამიანი, რომელიც გინესის წიგნშია შესული, გრძელი თმის გამო არის ჩინელი Xie Qiuping, რომლის თმის სიგრძე 5.63 მეტრი იყო.
"მე ძალიან მიყვარს ჩემი გრძელი თმა და ძალიან დამწყდება გული მისი შეჭრის გამო, მაგრამ ასევე მეის მიქმნის დისკომფორტს. მე ვფიქრობ, რომ ახალი ვარცხნილობით დავიწყებ ახალ ცხოვრებას. იმედი მაქვს ჩემს თმაში გადამიხდიან დიდ თანხას, რომლითაც შევძლებ ჩემი ოთახის გარემონტებას " -ამბობს თავად ნატაშა.
"ამ ეტაპზე ნატაშა მისი თმის გამო არის, როგორც პატიმარი" - ამბობს მისი დედა.