16 მარტს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ ქლუნი პოლიციელებმა დააკავეს ვაშინგტონში. 50 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო სუდანის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაში. აქციის მონაწილეთა დაპატიმრებამდე, კონგრესმენის ჯგუფის წევრებმა და რელიგიურმა ლიდერებმა, ისაუბრეს ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომლის წინაშეც ასი ათასობის სუდანის მაცხოვრებელი დგას, და რომელთაც პრეზიდენტი ბაშირი დაპირდა დახმარებას, თუმცა ამაოდ - წერს გაზეთი Washington Post. ჯორჯ ქლუნმა მომიტინგეების ჯგუფთან ერთად კიდევ უფრო გააძლიერა საელჩოს ტერიტორიაზე სვლა, მას შემდეგ რაც წარმომადგენლები გამოდიოდნენ სიტყვით და მოუწოდებდნენ ტერიტორიის დატოვებას, თუ არა და 3-ჯერ გაფრხილების შემდეგ დააკავებით იმუქრებოდნენ, და ასე მოხდა კიდეც - აქციის მონაწილეებს ხელბორკილები დაადეს და გადაიყვანეს განყოფილებაში.
|